შინაარსზე გადასვლა

გაბრიელ გარსია მარკესი

ვიკიციტატიდან
გაბრიელ გარსია მარკესი (2002)

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (ესპ. Gabriel José García Márquez; დ. 6 მარტი, 1927 — გ. 17 აპრილი 2014, მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.

ციტატები

[რედაქტირება]
შეუძლებელია, გიყვარდეს და შემდეგ არაფერი იგრძნო - ან მაშინ ტყუოდი, ან ახლა არ ამბობ სიმართლეს.
მე არ ვატარებ ქუდს, რადგან არავის წინაშე არ მინდა მოვიხადო ის.
სამყაროსთვის შენ მხოლოდ ერთი ადამიანი ხარ, მაგრამ შეგიძლია, ერთი ადამიანისთვის მთელი სამყარო გახდე.
  •  

ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.

დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა

  •  

შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ.

ადამიანებს ვეტყოდი, თუ რაოდენ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიყვარულის უნარს მაშინ კარგავენ, როდესაც ბერდებიან, არადა არც იციან, რომ მაშინ ბერდებიან, როდესაც აღარ უყვართ!

  •  

გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს.

  •  

საბოლოოდ შეუძლებელია არ გახდე ის, ვინადაც გთვლის ყველა.

  •  

ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია.

ნუ მისტირი წარსულს! ის კლავს შენს ძვირფას დროს...ისტორია არ მეორდება!ადამიანები არ იცვლებიან!...ნურასდროს,ნურავის ნუ ელი!...ნუ დგახარ ერთ ადგილზე!იარე მხოლოდ პირდაპირ! უკან ნუ იყურები!ადამიანები,რომლებსაც სჭირდები,აუცილებლად დაგეწევიან!

ვიდრე იტყვი, რომ „ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებ”, საკუთარ თავს ჰკითხე, მზად ხარ თუ არა მის ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად.