შინაარსზე გადასვლა

განათლება

ვიკიციტატიდან
  •  

„განათლება ადამიანის სულისათვის იგივეა, რაც სკულპტურა ─ მარმარილოს ლოდისათვის.“

  — ჯოზეფ ადისონი
  •  

„განათლება ─ ეს არის ის, რაც რჩება სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„გონების განათლება გულის განათლების გარეშე საერთოდ არ არის განათლება.“

  — არისტოტელე
  •  

„განათლება კეთილდღეობისას ჩუქურთმაა და გაჭირვებისას თავშესაფარი.“

  — არისტოტელე
  •  

„განათლება სიბერის საუკეთესო უზრუნველყოფაა.“

  — არისტოტელე
  •  

„განათლება საუცხოო აბდაუბდაა... დაბეჭდილი ტომების რიცხვი მილიარდს სჭარბობს, ადამიანის სიცოცხლე კი იმდენად ხანმოკლეა, თხუთმეტი ათასის წაკითხვაც კი არ შეიძლება.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„განათლებული ხალხის უმრავლესობა თვითნასწავლია, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება იმ წარმოსახვითი გამოცდისთვის ემზადება, რომელსაც არასდროს ჩააბარებს.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ამოუტენეთ ადამიანს გონება ცნობებით, ფიტულივით ამოტენეთ ამ წყეული ფაქტებით და ეგონებათ, რომ ბრწყინვალე განათლება მიიღეს.“

  — რეი ბრედბერი

|- |   | ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები ─ თავდაჯერებულობით.“

  — ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„მიეცით განათლება კაცს და თქვენ მიიღებთ ერთ განათლებულ ადამიანს; მიეცით განათლება ქალს და მიიღებთ განათლებულ ოჯახს, შვილებს და შთამომავლობას.“

  — მაჰათმა განდი
  •  

„ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა.“

  — იაკობ გოგებაშვილი
  •  

„განათლება ─ ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც; საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.“

  — იაკობ გოგებაშვილი
  •  

„ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში; კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.“

  — გოეთე
  •  

„განათლება ადამიანს ღირსებას მატებს ─ მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული.“

  — დენი დიდრო
  •  

„განათლებული ადამიანი ვერასდროს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელგამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს ─ მათ ამ დროს ამაყად თავაწეული სიარულის რცხვენიათ.“

  — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებთ საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ბუნებრივები არიან, გული თვალებში უციმციმებთ.“

  — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„განათლება თავისუფლების უკეთესი დამცველია, ვიდრე საომრად გამზადებული არმია.“

  — ედუარდ ევერეტი
  •  

„განათლება გასართობად კი არაა, ─ აზროვნებისთვის არის!..“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო!“

  — მალალა იუსაფზაი
  •  

„განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა. განათლებას ფასი და მნიშვნელობა მხოლოდ მაშინა აქვს, როცა მას რიგიანად გამოვიყენებთ.“

  — კირიონ II
  •  

„თუ შენი გეგმა 1 წელიწადზეა ─ დათესე ბრინჯი; თუ გეგმა 10 წელიწადზეა ─ დარგე ხეები; ხოლო, თუ გეგმავ 100 წელზე ─ მიეცი განათლება შვილებს!“

  — კონფუცი
  •  

„განათლებულ ხალხებს უმეტესწილად კარგი გემოვნება აქვთ, ვინაიდან განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს.“

  — ჯაკომო ლეოპარდი
  •  

„როგორი იქნება ხვალინდელი დღე ─ დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების განათლებაზე, ვინც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას.“

  — ასტრიდ ლინდგრენი
  •  

„უნივერსიტეტი ქვეყნის სარკეა.“

  — მარიო ვარგას ლიოსა
  •  

„განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის.“

  — ჯონ ლოკი
  •  

„განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შესაცვლელად.“

  — ნელსონ მანდელა
  •  

„განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის; სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი ─ ექიმი, მეშახტის შვილი ─ შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი ─ ქვეყნის პრეზიდენტი.“

  — ნელსონ მანდელა
  •  

„თუ განათლება სხვა ადამიანებზე უპირატესობის განცდას გიჩენს ─ ესე იგი, ტყუილად გისწავლია!“

  — გია მურღულია
  •  

„განათლებამ თავი რეალიზებულად უნდა მაგრძნობინოს მაშინაც, როდესაც არ მაქვს მილიონი ─ იმიტომ, რომ მე სხვა უპირატესობები მაქვს.“

  — ზურაბ მხეიძე
  •  

„განათლებულ კაცს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მტრების სიყვარული, არამედ მეგობრების ზიზღიც.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„განათლებულ ადამიანს შეუძლია კარგა ხანს აიტანოს უქმად ყოფნა.“

  — ჯორჯ ორუელი

|- |   | ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)

  •  

„განათლებული მხოლოდ ისაა, ვინც იცის როგორ ისწავლოს და შეიცვალოს.“

  — კარლ როჯერსი
  •  

„ყოველგვარი ნამდვილი განათლება მხოლოდ თვითგანათლებით მიიღწევა.“

  — ნიკოლაი რუბაკინი
  •  

„მეტისმეტი გატაცება კითხვით ზრდის მხოლოდ თავდაჯერებულ უმეცარს.“

  — ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„რაც გადაურჩა დავიწყებას, სწორედ ის არის განათლება.“

  — ბარუს ფრედერიკ სკინერი
  •  

„განათლების მთავარი დანიშნულება ცოდნა კი არა, მოქმედებაა.“

  — ჰერბერტ სპენსერი
  •  

„განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს ─ უარესად აქცევს.“

  — თომას ფულერი
  •  

„განათლება არ არის ინფორმაციის რაოდენობა. განათლება არის გაცნობიერების ხარისხი.“

  — დეა ყოლბაია
  •  

„როგორც პლანეტები და თანამგზავრები ეკუთვნიან მზეს, ასევე განათლება ─ ინტელექტის ბუნებრივი საკუთრებაა.“

  — არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ფორმალურად განათლებული ადამიანი ამბობს არა იმას, რასაც ფიქრობს ─ არამედ იმას, რასაც სხვები ფიქრობდნენ; აკეთებს არა იმას, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა ─ არამედ იმას, რაც სხვებისგან ისწავლა.“

  — არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით.“

  — ნიკოლოზ ჩერნიშევსკი
  •  

„საჭიროა ჭკვიანი, განათლებული ადამიანები, იმდენად, რამდენადაც ახლოვდება კაცობრიობის ლტოლვა უკეთესი ცხოვრებისაკენ, ამიტომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება მანამ, სანამ ისინი უმრავლესობას არ შეადგენენ.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„უნივერსიტეტი ავითარებს ყველა უნარ-ჩვევას, მათ შორის სიბრიყვესაც.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა.“

  — აკაკი წერეთელი
  •  

„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„სწავლა, ცოდნა, მეცნიერება ─ ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი დაუდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„გაანათლო ხალხი, ნიშნავს, აამაღლო ზნეობა: გახადო იგი წიგნიერი, ცივილიზაცია შეიტანო მასში.“

  — ვიქტორ ჰიუგო
  •  

არ არის იმის მტკიცება საჭირო, რომ განათლება ყველაზე დიდი მადლია ადამიანებისათვის. განათლების გარეშე ადამიანები უხეშები, ღარიბები და უბედურები არიან.

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე

  •  

განათლება აქარწყლებს ან ასუსტებს სიკვდილისა და დუხჭირი ბედის წინაშე ბრძოლას, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სათნოებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის ქცევას ამახინჯებს.

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე

  •  

განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები.

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე

  •  

განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში.

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე

  •  

განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდა­რსა და ცოცხალს შორის.

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე

  •  

რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს!

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე

  •  

ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული.

|- |   | ციტატის წყარო: 20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე