შინაარსზე გადასვლა

გიგა ბოკერია

ვიკიციტატიდან
გიგა ბოკერია

გიორგი (გიგა) ბოკერია (დ. 20 აპრილი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2017 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფილი დეპუტატების პარტიის — „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე 2021 წლის 10 აპრილიდან.

ციტატები

[რედაქტირება]
  • „ყველა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მთავარი იარაღი მოქალაქეების ნდობაა“
  • „უცნაური რამ უნდა ვთქვა - დიეგო [მარადონა] ნანახი არ მყავდა, მაგრამ მისი სახელი და გვარი უკვე გაგონილი მქონდა. ეზოში ე.წ. „სტოპიატს“ ვთამაშობდით და მაშინ თქვა ვიღაცამ, დაარტყი მარადონასავითო.

მისი თამაში პირველად სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ვნახე და მივხვდი, რომ სადაც ხელი მიმიწვდებოდა, მისთვის ყველგან უნდა მეყურებინა. არგენტინელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. იმ თამაშში, რომელზეც ვსაუბრობ, დიეგოს გოლი არ გაუტანია, დიასმა შეაგდო კომბინაციით, რომელშიც მარადონა და კემპესი მონაწილეობდნენ.

ასაკის გამო, არ მიყურებია იაპონიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, მაგრამ შემდგომ წლებში ყველაფერი ავინაზღაურე. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ საქმე სრულიად არაორდინალურ ფეხბურთელთან გვქონდა. თვით წაგებულ მატჩებშიც კი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ჩემპიონატი არგენტინამ ბელგიის ნაკრებთან მარცხით დაიწყო, რასაც უნგრელების წინააღმდეგ ფანტასტიკური თამაში მოჰყვა. იმ გამარჯვებაში დიეგომ უდიდესი როლი ითამაშა.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
გიგა ბოკერია