შინაარსზე გადასვლა

გიგი უგულავა

ვიკიციტატიდან
გიგი უგულავა, 2007

გიგი უგულავა (დ. 15 აგვისტო, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2005 წლის 20 აპრილიდან 12 ივლისამდე, თბილისის მერი 2005-2014 წლებში.

ციტატები

[რედაქტირება]
  • „ფარისევლებად და მატყუარებად მიმაჩნდა ის ხალხი, ვინც იძახდა, კომუნისტურ პარტიაში იმიტომ შევდივარ, შიგნიდან უნდა დავანგრიოო. არ არსებობს ბოროტების ეგეთი შიგნიდან დამანგრეველი. ბოროტება ინგრევა გარედან, დარაზმულობით, ერთიანობით და უკომპრომისო ბრძოლით.“
  • „სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის "ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან მიიღებენ პასუხს. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები, მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. “
  • „ჩვენ ვართ კოალიციური მმართველობის მომხრე იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობა სწორედ არის დაბალანსებული. თუ ვთქვათ, თქვენ გააფრენთ, მე დაგაბალანსებთ და პირიქით. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავარდეს სამთავრობო ბატონყმობა ამ ქვეყანაში.“
  • „ვარდისფერი სათვალე უკეთია ყველა მთავრობას, საკუთარი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ. ამათ რომ ვუყურებ, არ მომწონს, მაგრამ ხანდახან სარკეში ვარ ხოლმე იმიტომ, რომ ვხვდები, იმ პრობლემას რაც 8-წლიანი, მეორე ვადის ბოლო აპოგეაა, ტკბობის და განგრენის, რომელიც ბოლოში ჩაგიტანს. ამას ვერ ხვდებიან.“
  • „მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ თემის მანიპულირების, ლგბტ თემის გარიყვის ჩვენი საზოგადოებიდან. ეს თემი არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან. არ უნდა მოხდეს მათი ჩაგვრა, წერტილი. ამას ამბობს კონსტიტუცია, ამას ამბობს ჯანსაღი და ნორმალური აზრი და ვისაც რაც არ უნდა არაპოპულარულად მოეჩვენოს, არ დავეძებ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჩაგვრა უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ნებისმიერი და განსაკუთრებით [სექსუალური ორიენტაციის] ნიშნით. ეს არის უსინდისობა და ყველა, ვინც ჩაგრავს, ლურსმანს არჭობს ქრისტეს იმიტომ, რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე ჩაგრულების მხარდასაჭერად და ვინც დაჩაგრავს, ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში. ეს კარგად გააცნობიეროს ურაპატრიოტებმა, რომელიც აი, ამას ჩადის.“
  • „ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით. მე მერი ვიყავი, საერთოდ არ მეხებოდა, მაგრამ მე ეს მტკივა. ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გვერდზე გადაგდება არასწორია. მე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მტკივა და მინდა მე თვითონ გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს „ქართული ოცნება“, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო გამოიყენა მარტო შურისძიებისთვის, მარტო ჩვენებისთვის, აი, რა ცუდები არიან ისინი. არ გამოუყენებია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. არა და შანსი იყო.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
გიგი უგულავა