შინაარსზე გადასვლა

გი დე მოპასანი

ვიკიციტატიდან
გი დე მოპასანი

გი დე მოპასანი (დ. 5 აგვისტო, 1850 – გ. 6 ივლისი, 1893) — ფრანგი მწერალი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა განშორება აუცილებელია, რადგან მოხუცები და ახალგაზრდები ერთად ცხოვრებას ვერ ეგუებიან.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“

  •  

არ უნდა გათხოვდე ისე, თუ კარგად არ იცნობ საქმროს.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“

  •  

ზოგჯერ დამსხვრეულ ილუზიებს ისე დასტირიან, როგორც მიცვალებულებს.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“

  •  

ორი ადამიანი ვერასოდეს ვერ შეიჭრება ერთმანეთის სულში, ერთმნეთის იდუმალ ფიქრებში, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით იარონ, ზოგჯერ მჭიდროდ ჩახვეულებმაც, მაგრამ ვერასოდეს შეერწყმიან ერთმანეთს. ასე რომ თითეული ჩვენგანის სულიერი არსება სამუდამოდ მარტო რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“

  •  

არაფერი არაა იმაზე საშინელი, როცა მოხუცებულობისას მოგონებებით ცხვირს ჰყოფ ახალგაზრდობის წლებში.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“

  •  

ზოგი რელიგიას დასაკეცი ქოლგასავით იყენებს. დარის მიხედვით, იგი ჯოხად გამოგადგება ან წვიმისა და მზისგან დაგიცავს, ხოლო შინ რომ დაბრუნდები, კართან მიაყუდებ. ასეთი ხალხი ათასობით მოიპოვება. ღმერთს დასცინიან, მაგრამ სხვას არავის ცუდს არ ათქმევინებენ. თუ დასჭირდათ, ღმერთს მაჭანკლადაც გამოიყენებენ. თუ პაემანი სადმე სასტუმროში დაუნიშნე, ეწყინებათ და ამავე დროს კანკელი სასიყვარულო საქმისათვის მარჯვე ადგილად მიაჩნიათ.

  ციტატის წყარო: „ლამაზი მეგობარი“

  •  

როცა ყველგან ხედავ ნივთს, რომელსაც მიცვალებული ხმარობდა, ყოველ წამს ახალი მოგონება ჩნდება გულში და კოდავს მას.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“

  •  

სიცოცხლე მთაა, მის მწვერვალზე ასვლით ნელ-ნელა ადიხართ, მაგრამ ჩამოსვლით კი სწრაფად დაეშვებით!

  ციტატის წყარო: „ლამაზი მეგობარი“

  •  

ძალიან ცუდია, როდესაც ქალსა და მამაკაცს სიყვარულის გარდა, არაფერი საერთო არ გააჩნიათ.

  ციტატის წყარო: „წუთისოფელი“


  •  

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.


  •  

სიყვარული - აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში - აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.


  •  

სიყვარული ერთი ჩვეულებრივი სიტყვაა, არადა - ყველაფერს იტევს: სულსაც ნიშნავს და სხეულსაც, სიცოცხლესაც და სიცოცხლის არსსაც.


  •  

სიყვარული - მას ისევე ვგრძნობთ, როგორც სისხლის სითბოს; ისე ვსუნთქავთ, როგორც ჰაერს; თან დავატარებთ საკუთარი ფიქრებივით და ეს ერთი უბრალო სიტყვით სახელდებული, გამოუთქმელი გრძნობაა.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]