გუდბაი, ლენინ! (ფილმი)

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
გუდბაი, ლენინ! (ფილმი)
  • სანამ ზიგმუნდ იენი კოსმოსურ სივრცეებს იპყრობდა, მამაჩემმა უფლება მისცა ვიღაც კაპიტალისტურ ძუკნას მითვის თავგზა აებნია. იგი აღარ დაბრუნდა.
  • ჩვენ აღარ ვსაუბრობდით მამაზე, დედა ცოლად გაყვა ჩვენს დიად სოციალისტურ სამშობლოს!
  • ვინაიდან ეს ქორწინება არ ითვალისწინებდა სექსუალურ ურთიერთობებს, დედას უამრავი თავისუფალი დრო დარჩა, რათა ეზრუნდა განვითარებული სოციალიზმის ბავშვებზე.
  • ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებდა. მსროლელთა მსოფლიოში უდიდესი საზოგადოების წევრები დგამდნენ თავიანთ უკანასკნელ წარმოდგენას.
  • 7 ოქტომბრის საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი, ერთიანი სულისკვეთებით გამოვიდა საღამოს სასეირნიდ, რათა თავიანთი ფეხებით ხმა მიეცათ უსაზღვროდ სეირნობის უფლებისთვის.
  • მას ეძინა დასავლეთ ბერლინის რატუშასთან ვარსკვლავული კონცერტისას, როდესაც დაიწყო ნაგვის აღების გრანდიოზული ოპერაცია.
  • მას არ უნახავს, როგორ აღმოჩნდნენ შრომის გმირები შრომის ბირჟაზე.
  • - ჩვენი რუსულის მასწავლებელი მინსკიდან იყო და ტონას იწონიდა.
-სულ ესაა, რაც იცი რუს ქალებზე?
  • 90 წლის ივნისში, ჩვენი მშობლიური დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა ქვეყანა საზღვრებს გარეშე.
  • მოსკოვში ჩათვალეს რომ 2+4=1 და დალიეს მთელი ზღვა ყირიმული შამპანიური.
  • ალილუია, ალილუია, ალილუია, დოიჩ მარკა!
  • - ყავა მოკა ფიქსი?
- აღარ იყიდება.
- ფილიპინური პურები?
- აღარ გამოდის.
- შპრივალდური კიტრები?
-ახალგაზრდავ, ტყემალზე ზიხართ? დოიჩ მარკა მოვიდა, თქვენ კი რაღაც სისულელეებს მეკითხებით.
  • - სადამდე მივედით, უკვე ნაგავში იქექები..
- ბატონო განსკე, შპრივალდური კიტრები ხომ არ გექნებათ?
- რა?
- შპრივალდური კიტრები!!!
- ბოდიში, მეც უმუშევარი ვარ.
  • - კიტრები არ ეყო, ახლა ტელევიზორი მოინდომა.
  • საათი ალექსანდპრაცზე აახლოვებდა დედის დაბადების დღეს, ხოლო პატარა ბურთულა ერთიანებდა გუშინ ჯერ კიდევ გაყოფილ ერს. მე კი მუხლმოუდრეკლად ვშრომობდი ცალკე აღებულ ბინაში უდროოდ გარდაცვლილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღსადგენად.
  • იძულებული გავხდი, გდრ-ის საინფორმაციო გამოშვებების ენა მესწავლა და დენისის რეჟისორულ პატივმოყვარეობას ვაქეზებდი.
  • თავს ვგრძნობდი, როგორც წყალქვეშა გემის კაპიტანი ჩრდილოეთ ოკეანეში ბრძოლის დროს. ვერ ვასწრებდი ერთი ნაპრალის ამოვსებას, მეორე ჩნდებოდა. არიანა გაიქცა ბრძოლის ველიდან. კლასობრივი მტერი იქნევდა კოკა-კოლას დროშას, ცვლილებების ქარმა კი წაიღო დედაჩემის დანაზოგები.
  • უნდა ვაღიარო, რომ ჩემი თამაში რაღაც დონეზე რეალობად იქცა- გდრ, რომელსაც დედაჩემისთვის ვქმნიდი, იქცა გდრ-ად, რომელშიც მინდოდა ცხოვრება.
  • ეს ის იყო, ჩემი ბავშვობის კუმირი, როგორც წარსულის აჩრდილი, ზიგმუნდ იენი, იგი არ არიგებდა ავტოგრაფებს, არ ხსნიდა სამყაროს საიდუმლოებს პიონერებისთვის, არ ყვებოდა უწონადობაზე და კოსმოსის უსაზღვრო სივრცეებზე, იგი ატარებდა პატარა მყრლ ლადას.
  • - ნახე, ის ასტრონავტი გახდა.
- ჩვენთან ამბობენ კოსმონავტს.
  • გადავწყვიტეთ უკანასკნელად აღგვენიშნა ჩვენი სოციალისტური სამშობლოს დაბადების დღე, მაგრამ ნამდვილი ცხოვრებისგან განსხვავებით, მთელი გულით..