დავით გურამიშვილი

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search


დავით გიორგის ძე გურამიშვილი (დ. 1705, სოფ. გორისუბანი, საგურამოს თემი - გ. 21 ივლისი/1 აგვისტო, 1792, მირგოროდი, უკრაინა), ქართველი პოეტი.


დავითიანი[რედაქტირება]

ბ. სწავლა მოსწავლეთა[რედაქტირება]

ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის

30

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
    ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
    თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
    ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა

32

  • სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
    მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
    ...
    თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

33

  • ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.

37

  • ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
    ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა.
    მოლაშქრე სისხლის ქცვვითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
    გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?

51

  • ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,
    ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,
    ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
    ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა.

55

  • ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
    ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
დავით გურამიშვილი