დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი (დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) ― ქართველი მწერალი.

ციტატები
[რედაქტირება]„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე საქმიანები და ენერგიულები საქართველოში, სწორედ ნარკომანები არიან. დროის ფასიც ყველაზე უკეთ, სწორედ მათ უწყიან...“ |
ციტატის წყარო: “სად იკეთებენ მტრედები ბუდეს”
„პირველი ყველაფერი ძნელია ამქვეყნად.“ |
ციტატის წყარო: “სად იკეთებენ მტრედები ბუდეს”
„მთავარი სურვილია – დიდი და ნამდვილი სურვილი, თუ ზღაპრების მაშინაც გჯერა, როცა პატარა აღარა ხარ.“ |
ციტატის წყარო: “სად იკეთებენ მტრედები ბუდეს”
„იმ დღეს კიდევ ერთხელ დაკარგეს სამშობლო, სამშობლო, რომელიც სხვათა შორის, ცეცხლსაც ჰგავს – სულს თუ არ შეუბერავ, უბრალოდ, ჩაქრება..“ |
ციტატის წყარო: “იყო ასეთი ქალაქი”
„მწვერვალს არ უნდა ფიქრი. უნდა ახვიდე და ახვალ.“ |
ციტატის წყარო: “ჩემი ირლანდიელი პაპა” (1999 წ.)
„შენ რომ მწვერვალი გგონია, მოექცევი თავზე, მაღლა აიხედავ და რწმუნდები, რომ მწვერვალამდე ისევ შორსაა.“ |
ციტატის წყარო: “ჩემი ირლანდიელი პაპა” (1999 წ.)
„ჩვენ შევიცვალეთ, ყველაფერი სხვას და დროს დავაბრალეთ და დავივიწყეთ, რომ სინამდვილეში დრო ერთია და სხვა დრო არც არსებობს.“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„სხვას მაშინ სჭირდები, როცა ძლიერი ხარ და სუსტებს კი, მხოლოდ წიგნებში ეხმარებიან...“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„რუსებმა გადაგაჩვიეს აღმოსავლეთზე ფიქრს, თორემ ადრე უფრო კარგად გესმოდათ ქვიშების ხმა.“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„სამყაროში ყველაფერი ერთხელ ხდება და არასოდეს მეორდება, მაგრამ თუ რაღაც ორჯერ მოხდა, მესამედაც მოხდება...“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„უდაბნოში წყურვილისაგან მხოლოდ მაშინ კვდებიან, როცა ჰორიზონტზე ოაზისი გამოჩნდება...“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„სინამდვილეში ოქრო სულაც არ არის ის, რასაც ჩვენ ოქროს ვუწოდებთ...“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„თუ საგანძური შენშია, მხოლოდ რჩეულნი ხედავენ მას...“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„მე საქართველოს იმ მიწას ვტირი, რომელიც მისი ბატკნების მკვებავი, აღთქმული წმინდა ქვეყანა და ქრისტეს მიმბაძველი იყო, ახლა კი ტაძრის საძოვარზე ნარ-ეკალი გაზრდილა. იმ ქვეყანას ვტირი, რომლის მცხოვრებლებმა ქვეყნიერება განანათლეს, ახლა კი სიბეცისა და ბნელეთის დასაბამი გამხდარა, სადაც ყველა ღმერთი მიტოვებულია.“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„ბევრი გრძელი წელიწადის მერეც, მაინც იქნება ცაზე ისეთი ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავ, თუ იგი ძალიან, ძალიან გიყვარს.“ |
ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)
„ყველგან, სადაც კი სისხლი სწყურიათ, პირველ რიგში, ებრაელები ახსენდებათ.“ |
ციტატის წყარო: “საით წავიდნენ შუმერები” (1997 წ.)
„გაურკვევლობა საშინელებაა, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობასაც აქვს თავისი ხიბლი.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„თურმე ასეც ხდება – მხოლოდ ერთხელ გაძლევენ შანსს და სწორედ ის ერთი უნდა შეირგო – ერთადერთი და განუმეორებელი.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„საერთოდ, მიჭირს იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც სხვის ცხოვრებაში ხელებს აფათურებს.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„სწორედ მაშინ მიყვარს, როცა მიშლიან, სწორედ მაშინ მიყვარს, როცა მიკრძალავენ.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„ამერიკა – ჩემთვის – ძალიან ჰგავს კეთილმოწყობილ საბჭოთა კავშირს.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„მუზეუმებში ისეთი გრძნობა მეუფლება როგორც კარგ ქართულ სუფრებზე, რომელიც სავსეა მშვენიერი, ერთმანეთზე უკეთესი კერძებით და ასეთ სუფრებზე, როგორც წესი, ყოველთვის მშიერი ვრჩები.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„ჩვენ ცოტა უცნაური ხალხი ვართ – ყველას შესახებ ყველაფერი ვიცით, შეგვიძლია მთელ მსოფლიოს დავეხმაროთ, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ვერაფერი მოვუხერხეთ, საკუთარი ქვეყანაა.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„სინამდვილეში არავინ იცის, ჩვენ ვართ გიჟები თუ ისინი, ვისაც ამგვარად მოვიხსენიებთ.“ |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
„უუუხ როგორ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამიანები… უბრალოები და ნამდვილები ურთიერთობაში, უბრალოები და ნამდვილები ყველაფერში… ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სულელური შთაბეჭდილების დატოვების, არ ეშინიათ შტერობის თქმის და შემდეგ საკუთარი თავის დაცინვის… ასეთი ადამიანების გვერდით ვიხსნებით და ვთავისუფლდებით, იმიტომ რომ ქვეცნობიერად ვხვდებით, რომ – აქ არ არის საჭირო „ტიპობა” და „მასკი შოუ” – აქ ყველა ნამდვილია, ყველა შინაურია.” |
„ყველაფერი კარგად მახსოვს – რასაც ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა, რისი იმედიც მქონდა და როგორადაც გამიცრუვდა…” |
„როგორია თქვენთვის იდეალური ქალი ? - იდეალური ქალები არ მიზიდავს.“ |
„სულ ახლოს ვიჯექი ხოლმე შენთან. შენ კი მაინც შორს, ძალიან შორს იყავი…” |
