დალაი ლამა XIV

XIV დალაი ლამა — მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) (ტიბ.བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ ვაილი: bstan 'dzin rgya mtsho ტენძინ გჲაცო) დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.
ციტატები
[რედაქტირება]„მე რომ მდიდარ, არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს, მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.“ |
ციტატის წყარო: “ჩემი მიწა ─ ჩემი ხალხი”
„თანაგრძნობა არის სხვების ტანჯვებისაგან განთავისუფლების სურვილი, ხოლო სიყვარული ─ მისწრაფებაა იმისკენ, რომ სხვა გააბედნიერო.“ |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„დიდწილად, ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება განვავითაროთ საკუთარ თავში სხვებზე ზრუნვა, ─ ესაა საკუთარი თავის სიყვარულის უნარი..“ |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„როდესაც მტაცებელი არაა მშიერი, იგი მშვიდად თანაარსებობს სხვა მხეცებთან ერთად [...] ხანდახან ჩვენ უბრალოდ ვემორჩილებით ჩვენს ახირებებს ─ მაგალითად, სანადიროდ ან სათევზაოდ წასვლისას, სპორტული ინტერესის გამო ვკლავთ. ამიტომ ადამიანი შეიძლება გარკვეულწილად მხეცზე დაბლაც კი იდგეს.“ |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„აზრი არა აქვს ყვირილს და წუწუნს. ნამდვილი ცვლილება უნდა მოხდეს ჩვენში, და უკვე მერე შეიძლება ვცადოთ წვლილის შეტანა კაცობრიობის ყულაბაში.“ |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„ალტრუიზმი ─ ეს არა მხოლოდ რელიგიური იდეალია, არამედ უპირობო მოთხოვნაა, რომელიც ზოგადად კაცობრიობას წარედგინება.“ |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
სერიოზულად ნუ აღიქვამ საკუთარ თავს. ამას მაინც არავინ აკეთებს.
არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი - ის მაინც შეიცვლება.
მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს, ის, რაც მოსახდენია.
თავი დაანებე ყველაფერს, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სამხიარულო.
დაწვი სანთლები, იხმარე ხარისხიანი ზეწრები და ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი დაიტოვო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღესაა.
ღრმად ჩაისუნთქე. ეს აზრებს აწყნარებს.
როცა დადგება დრო, მიჰყვე იმას, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, არ თქვა უარი.
როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.
თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.
თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა.
როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.
პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.
კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.
გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.
იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები, გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე და აღმოაჩინე, კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო იმით.
