დანიელ დეფო

დანიელ დეფო (ინგლ. Daniel Defoe; დ. დაახ. 1660 — 24 აპრილი, 1731) — ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტერი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა თავისი რომანით „რობინზონ კრუზო“. დეფომ დაწერა ხუთასზე მეტი წიგნი, პამფლეტი და სტატია ჟურნალებში სხვადასხვა თემებზე (მათ შორის პოლიტიკური, კრიმინალური, რელიგიური, ქორწინებები, ფსიქოლოგიური და სხვა).
ციტატები
[რედაქტირება]„რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზრებას, რასაც, პირიქით, უნდა გაჰყვეს ხოლმე. ცოდვისა არა რცხვენიათ, მონანიებისას კი დაირცხვენენ, არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის, რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ, ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა, რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი.“ |
ციტატის წყარო: “რობინზონ კრუზო” (1719 წ.)
„ვერასოდეს ვერ ვითვალისწინებთ ჩვენი მდგომარეობის ჭეშმარიტ მხარეს, ვიდრე უფრო უარეს დღეში არ ჩავვარდებით, და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ჩვენს ნეტარებას, როცა უკვე დავკარგავთ მას.“ |
ციტატის წყარო: “რობინზონ კრუზო” (1719 წ.)
„რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გავურბივართ უბედურებას, გვეშინია, ყოველნაირად ვცდილობთ თავი დავაღწიოთ, მაგრამ, როდესაც მაინც დაგვატყდება თავს, ხშირად თვითონვე აღმოჩნდება ხსნის ერთადერთ გზად თუ საშუალებად და სწორედ მისი დახმარებით დავაღწვთ თავს მთელს ჩვენს განსაცდელს.“ |
ციტატის წყარო: “რობინზონ კრუზო” (1719 წ.)
„ყოველგვარ მდგომარეობაში მოიძებნება რაიმე სანუგეშო, თუ კაცი წესიერად დაძებნის.“ |
„ის, რაც ერთისთვის ხსნაა, მეორესთვის დაღუპვის ტოლფასია.“ |
