და იმედები მიღორძინდება
იერსახე
როდესაც ბადრად მნათობი მთვარე, ცის კამარაზედ გადაცურდება და მისი შუქი გაბრწყინებული, ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება
ოდეს ბულბულის სტვენა-სიმღერა, ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს როს სალამურის სულის კვეთება, მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს
ოდეს მთის წყარო, შეჩერებული, კვლავ გზას გააპობს, გადიჩხრიალებს და ტყე, ნიავით გაღვიძებული, შეიშმუშნება, გაიშრიალებს
ოდეს მტრისაგან გადახვეწილი, კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს და როს სნეული, შუქს მოკლებული, კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს
მაშინ მეც, ჩაგრულს, სევდისა ნისლი, თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება და იმედები კეთილდღეობის, უბედურს გულში მიღორძინდება,
და ამ იმედით გატაცებულსა, სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული: ნუთუ წრფელია იმედი ესე, ჩემდა იმა დროს მოვლინებული?!
1895წ. სოსელო