დემეტრე I

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მაცხვარიშის ფრესკა

დემეტრე I (მეფობდა 1125-1154 წწ.) — სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი-ჰიმნოგრაფი, ვაჟი დავით აღმაშენებლისა. ერთხანს ბერად იყო არკვეცილი დამიანეს სახელით გარეჯის უდაბნოში, სადაც კედელზე მისი ფრესკა.

შემორჩენილია მისი ოთხი საგალობელი იამბიკოს სახით: ორი წმინდა შიო მღვიმელის სახელზე, ხოლო ორი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი.

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
დემეტრე I

ციტატები[რედაქტირება]

შიო მღჳიმელისა[რედაქტირება]

  •  


შენის დაფნისა იშიოებს ასურსა,

ისავსებს ქართლი ნილოჲსანაკადულთებრ!

ორბობს მოხუცი, მღჳმე ფართობს სამყაროდ,

იბერწისწულებს მრავლად უდაბნოს ესე,

სულსა აღუთისებს, მტუერისა მტუერად დამტევი.



შიო მღჳიმელისა[რედაქტირება]

  •  


ცასა ბეწჳთა ეკიდა, ვნახე კაცი,

და მასვე კაცსა შუბის წუერს ედგნეს დარბაზნი.

მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა, −

და ზღუასა ზედა მოარბევდა ცხენითა,

და ესრეთ ღაღადებდა: ღმერთო, შენ, კურთხეულ ხარ!


ღმრთისმშობლისა[რედაქტირება]

  •  


ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი

დედა, ქალწული, შუენიერი შროშანი,

მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:

შენგან იშუების მეფე გჳრგჳნოსანი,

და მას ჰმონებდეს მეფე მრავალ-ყმოსანი.


ღმრთისმშობლისა[რედაქტირება]

  •  


შენ ხარ ვენაჳი, ახლად აღყუავებული,

მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,

ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,

და თავით თჳსით მზე ხარ განბრწყინებული.