დენი დიდრო

დენი დიდრო (ფრანგ. Denis Diderot; დ. 5 ოქტომბერი 1713 — გ. 31 ივლისი 1784) — ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი.
ციტატები
[რედაქტირება]პეპლის თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.
პირველი ნაბიჯი ფილოსოფიისკენ იყო უნდობლობა. |
ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს სასულიერო პირებზე, სასულიერო პირები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს ფილოსოფოსებზე, მაგრამ ფილოსოფოსებს არასოდეს მოუკლავთ სასულიერო პირი, ხოლო სასულიერო პირებს მოკლული ყავთ არაერთი ფილოსოფოსი. |
ღრმა აზრები – რკინის ლურსმნებია, კაცის გონებაში ისე ჩაჭედილი, რომ ვერავითარი ღონისძიებით ვეღარ ამოაძრობ. |
როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტს. |
რა არის ჭეშმარიტება? ჩვენი განსჯის თანხმობა სინამდვილესთან, რაც ბუნებას შეუქმნია. |
წაართვით ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და მას წაართმევთ რწმენას. |
ჭკვიანი ადამიანი თავის წინ ხედავს განუზომელ შესაძლებლობებს, სულელი კი შესაძლებლად თვლის იმას, რაც აქვს. |
სჯობს გაიცვითო, ვიდრე დაჟანგდე. |
საუკეთესო წყობა ნივთიერების, ის არის, რისგანაც მე შევდგები, ეშმაკსაც წაუღია სხივები გალაქტიკის, თუ მე მასში არ ვარ. |
