დიდოსტატის მარჯვენა
ციტატები
[რედაქტირება]ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი; ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
ჩვენ ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ --- სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
მე არასოდეს არ ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო პირდაპირ სჭრის, მეფევ ბატონო, მუდამ. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ. |
ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“
მის შესახებ
[რედაქტირება]„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ ეგ იყო ჩემთვის ორმაგი წყურვილის მოკვლა. უწინარეს ყოვლისა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, რომანის ფორმებში გავამჟღავნე ჩემი „არტ პოეტიკ“. გარდა ამისა, დიდი საქართველოს ჩვენება განვაცხადე თანადროული რომანის მიხედვით.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„ხომ უცილოდ დიდია რუსთველი და თანავარკვლავედი მისი, მაგრამ არა ნაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვარის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას, მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე. ამიტომაც წავატანე ხელი კონსტანტინე არსაკიძისათვის მკლავის მოკვეთის მშვენიერ ლეგენდას.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |