შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი ყიფიანი

ვიკიციტატიდან
დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხა.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე.

  ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, გვ. 5, 2016

  •  

თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება, პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის.

  ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, გვ. 5, 2016

  •  

ნამდვილი პედაგოგიკა მოითხოვს, რომ გონების გასახსნელად პირველდაწყებითი განათლება ბავშვს უსათუოდ მშობლიურ ენაზედ უნდა მიეცეს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის ცნობიერების დაჩლუნგება - რაც უფრო უკეთ იცის მოზარდმა მშობლიური ენა, მით უფრო ადვილად ითვისებს იგი მისთვის საჭირო მეორე ენის საფუძვლებს, ფორმებს და წესებს.

  ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, 2016, გვ. 19-20.

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„დეე, უღვთო-უსჯულოდ დათხეულს შენს სისხლს შეეთანაზიაროს ცრემლი სიმართლისა და გულწრფელობისა, რომ ორნივე ერთად, შეერთებულად, წინდათ დაიდვას იმა მომავლისათვის, რომელსაც შენ მთელ შენს სიცოცხლეს სწირავდი და ღირსიც გახდი, რომ იწოდო ნამდვილ დიმიტრი თავდადებულად!
მშვიდობით, ხორციელად ჩვენგან დაკარგულო, მაგრამ სულიერად კი საშვილიშვილოდ მოკავშირევ, ჩვენო დიდებულო მოძღვარო!“

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: სიტყვა აკაკისა დიმიტრი ყიფიანის დასაფლავებაზედ


ლიტერატურა

[რედაქტირება]
  • დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, 2016.