შინაარსზე გადასვლა

ეგნატე ბრიანჩანინოვი

ვიკიციტატიდან
ეგნატე ბრიანჩანინოვი
წმინდა ეგნატე

ეგნატე ბრიანჩანინოვი (ერისკაცობაში დიმიტრი; დ. 6 თებერვალი, 1807, ვოლოგდის ოლქი – 30 აპრილი, 1876, იაროსლავლის ოლქი) — სევასტოპოლელი ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 აპრილი, ახალი სტილით – 13 მაისი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40).

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია.

  ციტატის წყარო: სულის ფარული სნეულებანი გვ. 12

  •  

რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი? სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

რა არის ცრურწმენა?
ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენისა წმიდა ჭეშმარიტებაში, არის ცრურწმენა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 187

  •  

ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16).

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვე ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

ვინც ერთხელ მაინც იგრძნო სულიერი სიყვარული, ზიზღით შეხედავს ხორციელ სიყვარულს, როგორც სიყვარულის საშინელ დამახინჯებას.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

როგორი ცოდვაა მწვალებლობა?
მწვალებლობა გონების ცოდვაა. იგი უფრო სატანური ცოდვაა, ვიდრე ადამიანური.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 199

  •  

„წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.

  ციტატის წყარო: სულის ფარული სნეულებანი გვ. 21

  •  

ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32).

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 3

რაზე მიგვითითებს ადამიანებში სასწაულის ხილვის სურვილი?
სასწაულების ხილვის სურვილი ურწმუნოებაზე მიგვითითებს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 241

  •  

რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან მარხვა და ლოცვა?
ლოცვა უძლურია თვინიერ მარხვისა, მარხვა უნაყოფოა ლოცვის გარეშე.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 245

  •  

ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

რას ნიშნავს სიმდაბლე?
სიმდაბლე ნიშნავს საკუთარ ღირსებათა უარყოფას, მხსნელის აღიარებას, ყოველი სასოების მასზე დაფუძნებას.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 88

  •  

რაში მდგომარეობს იესოს ლოცვის ძალა?
იესოს ლოცვის ძალა ღმერთკაცის, ჩვენი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეს ღვთაებრივ სახელშია.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 57

  •  

ჭეშმარიტებას სული წმიდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლავს და შეეწევა სატანისეული სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 34

  •  

მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიამენი და მიკერძოების საგნები, უარყავი შენი სული - მაშინ გახდება შენთვის სახარება მისაწვდომი და გასაგები.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუმოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 34

  •  

რა წარმოშობს გულში ლმობიერებას?
ყურადღებით განსულიერებული ლოცვის სიტყვები ღრმად აღწევს სულში, კვეთს გულს და იწვევს მასში ლმობიერებას.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 128

  •  

ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი. წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 34

  •  

ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

რა არის ყველაზე მეტად ლოცვის მტერი?
ამაოდმეტყველება, მრავლისმეტყველება, განსაკუთრებით ჭორაობა, ვინმეს დაცინვა და გაკილვა ლოცვის უბოროტესი მტრები არიან.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 70

  •  

რა უშლის ხელს ჩვენში უფლის დამკიდრებას?
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავანი ზრახვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 230

  •  

ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღვთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან.

  ციტატის წყარო: სულის ფარული სნეულებანი გვ. 25

  •  

ღმერთის შესახებ რისი ცოდნა არის ჩვენთვის შესაძლებელი?
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 248

  •  

დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

რაში მდგომარეობს ანათემის მნიშვნელობა?
ანათემის მნიშვნელობა ადამიანის სულის უძლურების სულიერ, ეკლესიურ მკურნალობაში მდგომარეობს. ეს სენი საუკუნო სიკვდილს იწვევს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 32

  •  

ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

„და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2), ამბობს უფალი. შენც ასეთი იყავი სახარებისა და უფლის მიმართ, რომელიც თვითონ არის სახარება.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 60

  •  

ცოდვების ხედვა, იმ დაცემის ხედვაა, რომელშიც კაცთა მთელი მოდგმა იმყოფება, ღვთის განსაკუთრებული ნიჭია. გამოითხოვე მისგან ეს ნიჭი და შენთვის უფრო გასაგები გახდება ზეციური მკურნალის - სახარების ხმა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 60

  •  

ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: „და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?“ (დაბ. 39, 9).

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ იგი (ბუნებრივი სიყვარული) უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული.

  ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48