ეგნატე ნინოშვილი
ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა; დ. 17 თებერვალი, 1859, ყელა ― გ. 12 მაისი, 1894, ჩანჩეთი) — XIX საუკუნის ქართველი მწერა
პალიასტომის ტბა
[რედაქტირება]მოსვენება კაია, შვილო, მარა ვინ მოგვასვენებს! მებატონეს, ღვდელს, ხენწიფეს, ოჯახს, მტერს, მოყვარეს, ყველას პასუხის გაცემა უნდა, ძნელია მუშის უღელი! | |
მუშა გლეხს, რაც გინდა რა დარი იყოს, მაინც არ შეუძლია მოისვენოს; გლეხმა კარგად იცის, რომ მოსვენება და სატანჯველის მორიდება უარესს სატანჯველს შეახვედრებს და ამიტომ არას დროს არ ისვენებს, არც დარში და არც ავდარში, ეწევა უღელს, სანამ სიკვდილი არ დაახუჭვიებს თვალებს | |
სიმონა
[რედაქტირება]ყოველ ავსულს ეშინია სხვისი |
ციტატის წყარო: სიმონა, გამომცემლობა "განათლება", თბილისი 1987
გვიყვარდეს ერთმანეთი, ვირჩინოთ ჩვენი თავი ჩვენი შრომით და ვიყოთ. ნურვის ვაწყენთ და ჩვენც არავინ გვაწყენს. |
ციტატის წყარო: სიმონა, გამომცემლობა "განათლება", თბილისი 1987
სხვადასხვა
[რედაქტირება]იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებთან ცხოვრების მძიმე უღელს ეწეოდნენ. აი ასეთი ადამიანი რაღაც უხილავი, უბედური გარემოების მიზეზით დღეს ტოვებს ცოლ-შვილს, იღებს ხელში თოფს და ნადირივით გარბის ტყეში, - ფირალდება |
„ვინც ახლოს იცნობს დღევანდელ გურიის ყოფა-ცხოვრებას ... ის გურიის ხალხს კი არა, დღევანდელ წეს-წყობილებას დასდებს ბრალს გურიაში ფირალობის გამო.“ |