შინაარსზე გადასვლა

ემილია კლარკი

ვიკიციტატიდან
ემილია კლარკი

ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი (ინგლ. Emilia Isabelle Euphemia Rose Clarke; დ. 23 ოქტომბერი, 1986, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. ლონდონში დაბადებული და ბერქშირში გაზრდილი კლარკი, სწავლობდა ლონდონის დრამის ცენტრში და მონაწილეობას იღებდა რიგ სპექტაკლებში.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მასაჟს ხშირად არ ვიკეთებ. მაგრამ Epsom მარილის აბაზანები უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი მასაჟი.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის ციტატების კრებული

  •  

მოდაში მოხვედრის და ლამაზი კაბის პოვნის ნებისმიერი შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვარ.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის ციტატების კრებული

  •  

მე უბრალოდ გოგო ვარ რომელსაც ტუში უყვარს.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის ციტატების კრებული

  •  

მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს ენდო ადამიანს, ვისაც წიგნების თაროზე დიდი ტელევიზორი აქვს“.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

ერთ-ერთი ბევრი რამ, რაც მე მიყვარს დეინერისში Game of Thrones-იდან არის ის, რომ მან მომცა შესაძლებლობა, ავაფრიალო დროშა ახალგაზრდა გოგოებისა და ქალებისათვის, ვიყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიღაცის ცოლი და ვიღაცის შეყვარებული.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

ახალგაზრდა ბრიტანელმა გოგონამ, რომელსაც არ აქვს თეატრალური გამოცდილება, გადაწყვიტა შეესრულებინა საკულტო ამერიკული როლი ბროდვეიზე. იქნებ ასე უნდა მეფიქრა?

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

ხანდახან თავს მიტოვებულ ბავშვად ვგრძნობ – უცნაური ვერცხლისფერი თმით, რომელთანაც არავის უყვარს საუბარი.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

ნუ მოიხმართ ნარკოტიკებს, არ გქონდეთ სექსი და არ შეეხოთ წარბებს.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

მუსიკას ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

მე ვიყავი ოქროს გლობუსის დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე და ჩემთან მოვიდა ჩენინგ ტატუმი და მისი ულამაზესი შეყვარებული ჯენა დიუანი, რომელბმაც მითხრეს: „ჩვენ ვუწოდებთ ერთმანეთს ჩემი ცხოვრების მთვარეს, ჩემს მზეს და ვარსკვლავებს“. ამის შემდეგ ვთხოვე, რომ ერთმანეთს ჩავხუტებოდით მაინც.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

ჩემი წესია, არასოდეს არაფერი ნახო ინტერნეტში.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

„სამეფო კარის თამაშების" ბოლო მოსმენის შემდეგ მათ თქვეს: "გილოცავ, პრინცესა". მე ვამბობდი, "ნახვამდის, ქოლ ცენტრი“.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე HBO-ს სერიალების ყურებაში და იმ ოცნებით, რომ ჩემი კარიერის რაღაც მომენტში შემეძლო მათთან მუშაობა.

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“

  •  

90-იანების ძალიან ცუდი პერიოდი იყო მოდისთვის და თმისთვის

  ციტატის წყარო: ემილია კლარკის „25 საუკეთესო ციტატა“