შინაარსზე გადასვლა

ერთგულება

ვიკიციტატიდან
  •  

„სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე ვერ იარსებებს ვერც სიყვარული, ვერც მეგობრობა და ვერც სათნოება.“

  ჯოზეფ ადისონი


  •  

„მხოლოდ ბრიყვები კარგავენ ერთგულ ადამიანებს დაუფიქრებელი სიტყვებით, ჭკვიანები კი ცდილობენ მათ შენარჩუნებას სიცოცხლის ბოლომდე.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„რამდენი ქალიც არ უნდა გამოიცვალო, შენ ისევ იმ მამაკაცად რჩები, ვინც მანამდე იყავი ─ შენ მარტივ გზას ირჩევ [...] სიახლეს შეიგრძნობ მხოლოდ მაშინ, როცა ერთი ქალის ერთგული ხარ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„თქვენ მხოლოდ სიყვარულის ერთგულნი უნდა იყოთ და ყველანაირი საზოგადოებრივი აზრის დედაც ვატირე.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ერთგულება რეაქციულ, გაუსაძლის, მარგინალურ მოვლენად გადაიქცა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ვინ გითხრა, რომ არ არსებობს ნამდვილი, ერთგული, სამუდამო სიყვარული ამ სამყაროში?! მოაჭერით მაგ მატყუარას საზიზღარი ენა!“

  მიხეილ ბულგაკოვი

  ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)

  •  

„ცოლ-ქმრული ერთგულება მხოლოდ ოჯახს გარეთ სექსუალურ ურთიერთობაზე უარის თქმას არ ნიშნავს; პრინციპში, ღალატი ფიქრებშიც კი შესაძლებელია.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)


  •  

„არავისა და არაფრის ერთგული არ ვარ ─ მხოლოდ საკუთარი თავის.“

  ჯონი დეპი
  •  

„თითქმის ყველა ქალი სიამოვნებით უერთგულებდა მამაკაცს, მაგრამ ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელსაც შეიძლება უერთგულო ─ ძალიან ძნელია.“

  მარლენ დიტრიხი
  •  

„ამქვეყნად მე მხოლოდ ერთგულებას ვაფასებ ─ ამის გარეშე არავინ ხარ და არავინ გყავს. ეს არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც არასდროს არ გაუფასურდება.“

  ვლადიმერ ვისოცკი
  •  

„ყველაზე დიდი უზნეობა სხვისი ერთგულების ბოროტად გამოყენებაა.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყიდებიან, მაგრამ ამისთვის მათ უამრავი ღალატის ატანა უწევთ ცხოვრებაში.“

  კარლოს კასტანედა


  •  

„როდესაც ადამიანს აქვს სტაბილური ფსიქიკა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ერთი პარტნიორი ჰყავდეს მთელი ცხოვრება და უყვარდეს მხოლოდ ის.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ერთგულება, რომელიც მხოლოდ ვაივაგლახით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით სჯობს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო


  •  

„ადამიანები, რომლებიც შენს სახელს მაშინაც იცავენ, როცა მათ ახლოს არ ხარ ─ ყველაზე ერთგულები არიან.“

  მარიო პიუზო

  ციტატის წყარო: “ნათლია” (1969 წ.)

  •  

„ადამიანის ბევრი მეგობრიდან მხოლოდ მცირე მათგანია ერთგული.“

  პლავტუსი
  •  

„ერთგულება ─ არ უნდა დაახურდავო წვრილად, ხელშეუხებელია!“

  პლატონი


  •  

„ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთგულება ─ ერთგულება საკუთარი სიტყვის მიმართ, ერთგულება პასუხისმგებლობის მიმართ, ერთგულება ადამიანების მიმართ და ერთგულება საკუთარი თავის მიმართ!“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„ჩემს სიყვარულს თვალთვალი არ სჭირდება! თუ რაიმეში გამოიჭერ, ისევ და ისევ შენს სიყვარულში!“

  გიორგი სავანელი

  ციტატის წყარო: “ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი”

  •  

„ერთგულება დიდი სიამოვნებაა, შესაძლოა ყველაზე დიდიც კი, თუნდაც ამ ერთგულების შესახებ თქვენ გარდა არავინ იცოდეს.“

  ალექსანდრე სოლჟენიცინი
  •  

„იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა ─ შემთხვევითობამდე.“

  სტენდალი
  •  

„ღალატზე მძიმე, სამარცხვინო და აუტანელი დანაშაული ცოლ-ქმარს შორის, შიშითა და იძულებით შენახული ერთგულებაა.“

  სულა სულაშვილი

  ციტატის წყარო: “მზე, რომელიც ღამე ამოდის”


  •  

„იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება, იგივეა, თქვა, რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„საოცრად ერთგული ადამიანი ვარ... სასიყვარულო ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„მამაკაცს ყოველთვის უნდა, ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი ამ მხრივ შორსმჭვრეტელნი არიან და, პირიქით, სურთ, იყვნენ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ერთგულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ; ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

„ერთგულება არ ნიშნავს, უღირსს შესწირო მთელი ცხოვრება.“

  ლევან ქართლელი
  •  

„პატიოსნება და ერთგულება ─ ეს ძვირადღირებული საჩუქარია, რომელსაც არ უნდა ელოდე იაფფასიანი ადამიანებისგან.“

  ბერნარდ შოუ

"ერთგულება" ეს არის ერთადერთი ვალუტა,რომელიც არასდროს გაუფასურდება."

  •  

„მთელ სამყაროდ ღირს ადამიანი, რომელსაც ჩამოეყრდნობი და დარწმუნებული ხარ, რომ არ ჩამოიშლება.“

  — [[]]

შეუძლებელია ადამიანთან ერთად სიბერე გქონდეს წარმოდგენილი და ხვალ სხვას ჩახედო თვალებში

  •  

„მნიშვნელოვანია არა გზის სირთულე, არამედ თანამგზავრის საიმედოობა.“

  — [[]]
  •  

„ყველაზე ერთგული არც ქერაა და არც შავგვრემანი, არამედ ─ ჭაღარა.“

  — [[]]
  •  

„მნიშვნელოვანია არა გზის სირთულე, არამედ ─ თანამგზავრის საიმედოობა.“

  — [[]]
  •  

„ქალის ერთგულება მაშინ გამოიცდება, როცა მის საყვარელ მამაკაცს არაფერი აქვს, ხოლო მამაკაცის ერთგულება მაშინ გამოიცდება, როცა მას ყველაფერი აქვს.“

  — [[]]
  •  

„ერთგულება არავის გაგიჭირდებოდათ, წესიერების ფასი რომ გცოდნოდათ...“

  — [[]]
  •  

„ერთგულება თვისება არ არის ─ ერთგულება ღირსეული ადამიანების არჩევანია.“

  •  

„ერთგულება მსხვერპლის გაღება არ არის, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა იმ ადამიანისათვის, ვინც საკუთარ არჩევანს აფასებს...“

  •  

„იყავი ერთგული როგორც საკეტი ─ ის შეიძლება დაიბზაროს, მაგრამ თავის გასაღებს არასდროს ცვლის.“

  — [[]]
  •  

„ერთგულება სიტყვა არ არის ─ ეს ცხოვრების წესია.“

  — [[]]
  •  

„დობერმანი თავისი პატრონის ერთგულია, ოქროსფერი რეტვიერი კი ─ ნებისმიერი ადამიანის, ვინც მის მიმართ ყურადღებას გამოიჩენს.“

  • ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.
ფრანსუა დე ლაროფშუკო