შინაარსზე გადასვლა

ერნესტ ჰემინგუეი

ვიკიციტატიდან
ერნესტ ჰემინგუეი, 1950

ერნესტ მილერ ჰემინგუეი (ინგლ. Ernest Miller Hemingway; დ. 21 ივლისი, 1899 - გ. 2 ივლისი, 1961) — ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

– თვითონაც არ ვიცი, ყველაფრის ახსნა შეუძლებელია.
– ვითომ? მე კი მასწავლიდნენ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვსო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მანქანების ქარავანში სიარული ცუდი არაა, თუ წინა მანქანაში ზიხარ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ჩემი რწმენით, ომი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მხოლოდ ერთმა მხარემ რომ შეწყვიტოს ბრძოლა, ომს რა დაასრულებს. უარესი იქნება, ბრძოლა რომ შევწყვიტოთ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

- [...] როცა ხალხი წარმოიდგენს ომის მთელ საშინელებას, ზოგს თავიანთივე ოფიცრების ეშინია. სწორედ ამისთანა ხალხისთვისაა ომი მოგონილი.
- მეც ვიცი, რომ საშინელებაა, მაგრამ ბოლო ხომ უნდა მოვაბათ!
- ვერ მოაბამთ ბოლოს. ომს ბოლო არ აქვს.
- როგორ არა აქვს.
- ომს გამარჯვებით ვერ მოიგებ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ჩვენ ვფიქრობთ, ვკითხულობთ, გლეხები კი არა ვართ. მექანიკოსები ვართ. თუმცა გლეხებსაც აქვთ იმდენი ჭკუა, რომ ომისა არა ირწმუნონ რა ყველას სძულს ეს ომი.
- ქვეყანას განაგებს კლასი, რომელიც სულელია, არც ესმის რამე და თავის დღეშიც ვერ გაიგებს, ამიტომაც არის ომი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

სწრაფად მოვწყდი ჩემს თავს და ვიგრძენი, რომ მკვდარი ვიყავი. სისულელეა, როცა ფიქრობენ მოკვდა და გათავდაო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

- რას დავეძებ, კიდეც რომ გყოლოდა ვინმე, არავისი არ მეშინია. ოღონდ მე ნუ მიხსენებ... კაცი რომ ქალთან არის, როდის ეუბნება ის ქალი, რამდენი უნდა გადაიხადოო?
- არ ვიცი.
- რა თქმა უნდა, არ იცი. მიყვარხარო, არ ეფიცება? მითხარი, მაინტერესებს.
- თუ კაცს ეამება, ეფიცება კიდეც.
- კაცი თუ ეუბნება, მიყვარხარო? მითხარი, გენაცვალე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- თუ მოეპრიანა, ეტყვის კიდეც.
- შენ ხომ არასოდეს გითქვამს? მართალი მითხარი.
- არა, - ვიცრუე მე.
- მართლაც არ იტყოდი, ვიცი, რომ არ იტყოდი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მე, შენთვის მინდოდა.
- მორჩა -„მე“ და „შენ“ აღარ არსებობს. მე და შენ უკვე ერთი ვართ, რამ გაგვყო?

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მე მოღალატე არა ვარ, საყვარელო. ათასი ნაკლი მაქვს, მაგრამ ძალიან ერთგული ვარ. თავსაც კი მოგაბეზრებ ჩემი ერთგულებით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

როცა ბევრი გაზეთი გაქვს, ვერ წაიკითხავ ინტერესით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

როცა არაფერს კარგავ, ცხოვრება არცთუ ისე ძნელი მოსაწყობია.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ერთმანეთი უყვართ, უკუღმართ ლაპარაკს დაიწყებენ, წაიკიდებიან და უცებ აღარ არიან ერთი არსება.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ვატყობ, რომ სიამაყეში ერთმანეთს ვერ გავექცევით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

რაცა გვაქვს, სულ დაბადებიდან გვაქვს დაყოლილი, ახალს არაფერს ვსწავლობთ, არც არაფერს ვიძენთ. ცხოვრებას უკვე დასრულებულები ვიწყებთ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ვინც იმარჯვებს, ბრძოლა როდის შეუწყვეტია!

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

სხვის ტერიტორიაზე კი ყოველთვის უფრო ადვილია სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტა.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

უკან ვერ დაბრუნდები, თუ წინაც არ წახვედი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

აკი ვხედავდი, როგორ მუშაობდა მათი ტვინი, თუკი ჰქონდათ საერთოდ ტვინი, ან თუ ამუშავებდნენ ამ ტვინს.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ხშირად კაცს მარტოობა მოუნდება ხოლმე, ქალსაც მოუნდება მარტოობა თუკი ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ამის გამო ერთიმეორეზე ეჭვიანობენ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ვიცი, რომ ღამე სხვაა და დღე – სხვა: ყველაფერი გადასხვაფერებული გეჩვენება, ღამით მომხდარს დღისით ვერ ახსნი, რადგან დღისით ამისთანა რამე არ არსებობს. თუკი კაცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა, მისთვის ყველაზე საშინელი სწორედ ღამე იქნება.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისათვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გატეხოს, და კლავს კიდეც. წუთისოფელი ყველას ტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გატეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

სხეული ბერდება. ზოგჯერ შემეშინდება, თითი არ წამტყდეს-მეთქი, როგორც ცარცს წასტეხენ ხოლმე წვერს. სული არ ბერდება, არც სიბრძნეს იძენს.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მინდა, თავი მოვუყარო იმ ქალებს, ვისაც შენ ოდესმე შეხვედრიხარ, და შენივე თანდასწრებით მასხრად ავიგდო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ჩემო საბრალო ქეთ, რა ძვირი დაგიჯდა ლოგინში ჩემთან ერთად ძილი. აჰა, რა სცოდნია ხაფანგის ასხლეტას. რა სცოდნია ერთამანეთის სიყვარულს.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

როდესაც რამე არ გამოგვდის, უნდა მოვიგონოთ, რომ ვითომ გამოგვდის, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად და დამაჯერებლად უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ დღეს მართლა გამოგვივიდეს.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

რაც უფრო იზრდები, მით უფრო გაკლდებიან კერპები, მაგრამ ისინი აუცილებელია.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ნებისმიერი საშინელი მოვლენა უმანკოებით იწყება.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ორჯერ არაფერი მეორდება.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მთვარე ისე აღელვებს ზღვას, როგორც ქალს.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

სხვა რამეზე ნუ ფიქრობ! იფიქრე იმაზე, რასაც აკეთებ. იფიქრე რომ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ამას ვერ გაექცევი.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მადლობა ღმერთს თევზები ისე ჭკვიანები არ არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც მათ კლავენ; თუმცა თევზებს ბევრად მეტი ძალა და კეთილშობილება აქვთ.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ქვეყანაზე ადვილი არაფერია.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მიჰყევი ქარს და დახვდი უბედურებას, როცა კარზე მოგადგება.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

თევზისჭერა სწორედ ისევე მკლავს მე, როგორც იმის საშუალებას მაძლევს, რომ არ მოვკვდე.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ნეტამც მეყიდნა პატარა ბედნიერება, თუ სადმე ჰყიდიან.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მოხუცი კი მუდამ ფიქრობდა ზღვაზე, როგორც ქალზე, რომელიც ან დიდად გწყალობს. ან სრულიად უარს გეუბნებათ, მაგრამ თუ ზოგჯერ ბოროტად, ან უკეთურად იქცევა, - ეს იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.

  •  

როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისთვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გასტეხოს და ჰკლავს კიდეც. წუთისოფელი ყველასა სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გასტეხს, ჰკლავს ხოლმე. განურჩევლად ჰკლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი არა ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.

  •  

გარედან სულ ცეცხლი და კვამლი, შიგნით კი – არაფერი.

  •  

ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდები, ყველაფერს გაიგებ ამ ოხერ ცხოვრებაში. უსათუოდ მიხვდები. უკვე ხვდები და ეგ არის, მკერდში გული ჩაგიკვდება და მერე ყველაფერი ადვილია. შენც მკვდარი იქნები, როგორც ხალხის უმრავლესობაა მკვდარი მთელი თავისი დღე და მოსწრება.

  •  

მიეცით ადამიანს აუცილებელი და ის მყუდროებას მოგთხოვთ. უზრუნველყავით მისი მყუდროება და ის ფუფუნებისკენ დაიწყებს სწრაფვას. დააყარეთ თავზე მას ფუფუნება და ის განსხვავებულზე დაიწყებს ოქხვრას. მიეცით ნება მას მიიღოს განსხვავებული და მას მოუნდება სიგიჟე. მიეცით მას ყველაფერი რაც ჰსურს და ის დაიწყებს წუწუნს, რომ ის მოატყუეს და რომ მან მიიღო ის, რაც არ უნდოდა.

  •  

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს უმართლებს, მაგრამ მე მინდა ვიყო ზუსტი ჩემს საქმეში და როდესაც ბედნიერება მოვა, მე ვიქნები მზად მის მისაღებად.

  •  

მხიარული ადამიანები ყველაზე მამაცნი არიან და ყველაზე პირველი იღუპებიან.

  •  

ყოველივეს, ვინც იარება მიწაზე, თავისი დანიშნულება აქვს ცხოვრებაში.

  •  

სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენგან ერთ-ერთი, მეორე ყოველთვის გვერდითაა.

  •  

ზეიმი ყოველთვის თან უნდა ატარო.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]