ვასილ ბარნოვი
ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 3 ივნისი [ძვ. სტ. 22 მაისი], 1856, სოფელი კოდა (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ციტატები
[რედაქტირება]„ტრფობა წამებული“
[რედაქტირება]ძნელია ადამიანის წმინდანობა ამ ქვეყნად |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
თვითეული ნაბიჯი სახელმწიფო ყოფისა გრდემლზედ უნდა იჭედებოდეს ფიქრთა უროთი, გული უნდა მორჩილებდეს აზრის ბრძანებას |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ბევრი თურმე ისე განვლის ცხოვრების წუთებს, თვალსაც ვერ მოჰკრავს თავის სულისდგმას |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
არაკეთილ არს კაცისთვის ყოფად მარტო |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
დიდ აზრიანია განგება ღვთისა, ხოლო მის მადლი შორს გამჭვრეტელი |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
იცის სიცოცხლეულევმა ერმა: უდიდეს გაჭირვებაში უძლეველ ძალას იჩენს საარსებოსა |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
გაჭირვებაში გამოცდილობითო ჰხამს სარგებლობა. |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
მიმქრალი შარავანდედი
[რედაქტირება]ვისღა სცალია სულზედ ფიქრისთვის ხორცთა დღესასწაულში? |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ლოდინი? სატრფოს სიტყვის მოლოდინი? ჯოჯოხეთური წამების სახეა სააქაოს მოვლინებული |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ორმაგი სიყვარული უქრობელად ბრწყინავს მარადისობაში და თვალთ წარმტაცი შარავანდედით აგვირგვინებს ამგვარ რჩეულთა ყოფას. |
|- | | ციტატის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
სხვადასხვა
[რედაქტირება]თუ გიყვარვარ, ნუ ემალები მზეს. დატკბი მისი ელვარებით, მადლი შესწირე მადლით მოსილსა, თაყვანი ეცი მას: ღვთის თვალია იგი, თვით შემოქმედია იგი ჩვენის ქვეყნისა და ცხოვრების მომცემელი!.. ვზივარ მზის სხივებით გარემოცეული, შევზმერ სივრცეს და ვტკბები ჩემის ყოფნით, ვნეტარობ იმ შეგნებით, რომ ვარ, ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვსულდგმულობ; რომ გამოვრკვეულვარ არარაობათა წყვდიადიდან, მომმადლებია ძვირფასი ნიჭი არსებობისა. |
|- | | ციტატის წყარო: „დედა“
