შინაარსზე გადასვლა

ვახუშტი ბატონიშვილი

ვიკიციტატიდან

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) — (დ. 1696, თბილისი ― გ. 1757, მოსკოვი) — ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

...აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...

  ციტატის წყარო: "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", თბილისი. 1941 წ. გვ.174


  •  

გურული სადგომად იშენებს ფიცრის სახლს, ანუ ოდას... ტანისამოსად გურული იცვამს ჩოხასა და თავზე იხვევს ყაბალახსა; ჩოხის მაგივრად კიდევ ხმარობენ გურიაში მოკლე კოხტა გადასაცმელს წელამდე, რომელიც ძლიერ ჰშვენის გურულებს... გურული კაცი მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა, სწრაფად მოსდის გული, მაგრამ ჩქარავე მშვიდდება. სიმარჯვე და გულადობა გურულისა ნაქებია. გურულები ნიჭიერნი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ

  ციტატის წყარო: "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", თბილისი. 1941 წ.