შინაარსზე გადასვლა

ვინსენტ ვან გოგი

ვიკიციტატიდან
ვინსენტ ვან გოგი (1888)

ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია — გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი) — ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„თუკი შინაგანი ხმა გეუბნება, რომ ვერ დახატავ, მაშინ უსათუოდ დახატე და ხმა გაჩუმდება.“

  •  

„ახლა სიმდარის, უფერულობის ტრიუმფია – მოაზროვნეთა და მხატვართა ადგილს სნობები და უნიჭონი იკავებენ, თანაც ამას ვერავინ ამჩნევს.“

  •  

რომც შევძლო ცხოვრებაში ოდნავ თავის წამოწევა, მაინც იგივეს გავაკეთებ, რასაც ახლა, დავლევ პირველივე შემხვედრთან და დავხატავ მას.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები

  •  

რამდენი სილამაზეა ხელოვნებაში! მას, ვისაც ახსოვს ყოველივე, რაც კი ნახა, არასოდეს დარჩება აზრით მშიერი, არასოდეს იქნება მარტოხელა.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები

  •  

ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარული მოკლულია, მაგრამ ყოველი სიკვდილის შემდეგ აღდგომა დგება, შენ კი ჩემი აღდგომა ხარ.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები

  •  

როდესაც ამსტერდამში ჩავედი, მითხრეს: „თქვენი შეუდრეკლობა ამაზრზენია“. მე ლამფის ცეცხლს შევუშვირე ხელი და ვუთხარი: „ნება დამრთეთ, ვიხილო ის, სანამ ხელი ცეცხლში მაქვს“.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები

  •  

ამ ქვეყნად რომ სწორ გზას დაადგე, საკმარისი არ არის იყო უბრალოდ ბედნიერი, რომ სინდისი სუფთა გქონდეს - ადამიანმა უნდა დაეხმარო კაცობრიობას, უნდა შექმნა რაიმე ახალი, შენი არსებობით დაამტკიცო სიწმინდე და უარჰყო გარყვნილება, რომელშიც ალპობს თავის ცხოვრებას კაცობრიობის უმრავლესობა.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები