შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ ჰიუგო

ვიკიციტატიდან
ვიქტორ ჰიუგო, 1883

ვიქტორ ჰიუგო (ფრანგ. Victor Hugo, დ. 26 თებერვალი, 1802, ბეზანსონი — გ. 22 მაისი, 1885, პარიზი) — ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.

  •  

ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია.

  •  

ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს.

  •  

ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.

  •  

უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა.

  •  

ყველაზე ძლიერი ძალა არის უდანაშაულო გული.
 

  •  

სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.

  •  

სიყვარული ხსნის ფრჩხილებს; ქორწინება ხურავს მას.
 

  •  

ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით.

  •  

სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი — ქურდობა და ქალიშვილი — შიმშილი.

  •  

მინდა ვიყო სახელოვანი — ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო, ეს — მოვალეობაა.

  •  

ოპტიმისტია ის, ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა, რომ შავი იმავდროულად თეთრიცაა.

  •  

სიკვდილი მარადისობისაგან მონიჭებული თავისუფლებაა.

  •  

პროგრესის უხეშობას რევოლუციას უწოდებენ: დამთავრდება მოძრაობა და ყველასთვის ცხადი ხდება, რომ ადამიანმა წინ წაიწია, თუმცა კარგი მათრახიც მოხვდა.

  •  

ვატერლოო, ეს უსიცოცხლო და უკაცრიელი პლატო, ეს ავბედი ველი, სადაც ღმერთმა ამდენი ვაება დაუშვა, ახლაც თრთის გიგანტთა გაქცევის ხილვით.

  •  

ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.

  •  

თვალი ღმერთს მხოლოდ ცრემლით ხედავს.
 

  •  

ვინც არ ტირის,მაშ ვერც ხედავს.
 

  •  

მეხსიერება სინანულის მეზობელია.
 

  •  

ყველაზე მეტად ჩვენი ოცნებები გვგვანან ჩვენ, ყოველ ჩვენთაგანს ოცნება საკუთარი ნატურის შესაბამისად ესახება.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

როგორი ფილოსოფიაც აქვს ადამიანს, ისეთივე ცხოვრება აქვს, სადაც დაიგებ, იქვე გაიღვიძებ.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

უფსკრულში ვარდნისას ზეცას შევყურებთ.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

არსებობს მსოფლიო ჯარებზე ძლიერი რამ, ეს არის იდეა, რომლის დროც დადგა.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

კაცები ნადირობენ, ქალები ნადავლს ეუფლებიან.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

ბავშვები უცებ და უყოყმანოდ ერწყმიან ბედნიერებას, რადგან ბუნებითვე არიან სიხარული და ბედნიერება.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

ალმასი ჭუჭყში არ დნება.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

იყო კეთილი, ეს ადვილია, შედარებით რთულია, იყო სამართლიანი.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

შეიძლება დაამსხვრიო იარაღი, მაგრამ ვერ მოსპო იდეა.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

{{Q

ციტატა = შედარებით ადვილია, იმსჯელო ადამიანზე მისი ოცნებების მიხედვით, ვიდრე მისი ფიქრების მიხედვით. ავტორი = კომენტარი = ორიგინალი = დამოწმება = ვიქტორ ჰიუგო ციტატები

}

  •  

მე უმნიშვნელოდ ვხვდები მტრის მიერ დანის ჩარტყმას, უფრო მტკივნეულია მეგობრისგან გაყრილი დანა.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

ყველაზე და ყველაფერზე უპირველესად იყავით ადამიანები, ნუ შეგეშინდებათ მეტად ჰუმანურობის.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები

  •  

არასოდეს ღირს ქალისთვის იმის თქმა, რისიც არ ესმის. ის იწყებს ამაზე ფიქრს და ხშირად მისი ნააზრევი სულ სხვა მხარეს იღებს.

  ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები]

  •  

არ არსებობს მოაზროვნე ადამიანისთვის,იმაზე დიდი ტანჯვა, ვიდრე შეჰყურებდეს ბნელით მოცულ კაცობრიობას, წყვდიადში ხელის ცეცებით ეძებდეს პროგრესს და მისი გამოღვიძება კი არ ძალუძდეს.
 

ციტატის წყარო: „საბრალონი“ გამომცემლობა: პალიტრა L

  •  

ვისაც მშვენიერება უყვარს, მას სინათლე სწყურია.
ციტატის წყარო: „საბრალონი“ გამომცემლობა: პალიტრა L
 

  •  

თუ გიყვართ ქალი, მისი ღიმილის ელვარება ბნელშიც ბრწყინავს.
ციტატის წყარო: „საბრალონი“ გამომცემლობა: პალიტრა L
 


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ვიქტორ ჰიუგო