ვუდი ალენი

ვუდი ალენი (დაბადებით ალენ სტიუარტ კონიგსბერგი), (დ. 1 დეკემბერი, 1935, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა.
ციტატები
[რედაქტირება]https://greatwords.ru/a/vudi-allen.html#quote14347 https://fortuna.ge/ertguleba-da-patiosneba-zedmetad-dzvirfasi-sachuqrebia-da-ar-ghirs-mati-lodini-iaffasiani-adamianebisgan-vudi-alenis-cnobili-gamonatqvamebi/
„თუკი ჩემი ფილმები ერთ ადამიანს მაინც გააუბედურებს, ვიფიქრებ, რომ ამოცანა შემისრულებია.“ |
„კინოდაჯილდოებების მთლიანი კონცეფცია სისულელეა. ჩემს ნამუშევრებზე სხვა ადამიანების შეფასება არ მაინტერესებს, რადგან თუ შენ იღებ ჯილდოს, რომელსაც დამსახურებისთვის იღებ, მაშინ უნდა აღიარო მათივე შეფასება ხოლმე, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ფილმი არ ვარგა.“ |
„თუ თქვენ არ უყვარხართ ─ ნუ ითხოვთ სიყვარულს. თუ არ სჯერათ თქვენი ─ ნუ დაიწყებთ თავის მართლებას. თუ არ გაფასებენ ─ ნუ ეცდებით დაამტკიცოთ, რომ უნდა დაგაფასონ. ჯობია ჩაი მიირთვათ ნამცხვართან ერთად და დაიკიდოთ!“ |
„მე ძველი წესების მიმდევარი ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანები ცხოვრების ბოლომდე უნდა იყვნენ ქორწინებაში ─ ისე, როგორც მტრედები და კათოლიკეები.“ |
„თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ─ ლოიალური ოპოზიცია.“ |
„ჩემს შესახებ ორი მითი არსებობს: ის, რომ ინტელექტუალი ვარ, ვინაიდან სათვალეს ვატარებ და რომ ნამდვილი ხელოვანი ვარ, ვინაიდან ჩემი ფილმები წამგებიანია.“ |
„სინამდვილეში მე დაბალი კულტურის ადამიანი ვარ ─ ლუდითა და გუფთით დივანზე წამოგორება და ბეისბოლის ცქერა ყველაფერს მირჩევნია.“ |
„თუ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობ, როგორ შეიძლება დილის 7 საათზე ადგე და კარგ ხასიათზე იყო?!“ |
„მსახიობთან მუშაობისთვის მისი შეყვარება მჭირდება.“ |
„რა სიგრძის უნდა იყოს ფეხები? იმ სიგრძის, რამდენიც საკმარისია, რომ იატაკს მისწვდეს.“ |
„ტვინი ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი ორგანოა.“ |
„ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილში დიდად არ მემხიარულება. დანარჩენ ნაწილში საერთოდ არ მემხიარულება.“ |
“ღმერთს რომ ჩემთვის სულ მცირე ნიშანი მაინც მოეცა.. გაეხსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში”. “ჩემი ცოლი არ იზრდება. მე ვიღებ აბაზანას, ის კი ძირავს ჩემს გემებს”. “მძულს რეალობა. რეალობა კი, ჩემდა სამწუხაროდ ერთადერთი ადგილია, სადაც სადილად სტეიკის მოზრდილი პორციის მირთმევა შეიძლება”. “უსასრულობა-ეს დამქანცველია. განსაკუთრებით დასასრულისას”. “ეს არის შესანიშნავი ოქროს საათი ჯაჭვზე.მე მისით ვამაყობ. იგი ბაბუამ მაჩუქა მაშინ, როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა”.
