შინაარსზე გადასვლა

ვიკიციტატა:შეზღუდვები ციტატებზე

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ვც:შც-დან)
ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიციტატის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვც:შც

ჩვენი გვერდების ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად და საავტორო უფლების დარღვევის შესაძლებლობის შესამცირებლად, საჭიროა ციტატებზე რიგი შეზღუდვები დავაწესოთ.

ვიკიციტატა, გამოჩენილი ადამიანების გამოთქმების კრებული, თავისი ბუნებით მიდრეკილია აღემატებოდეს სამართლიან გამოყენების დასაშვებ ნორმას. სწორედ ამიტომ, დიდი სიფხიზლე მართებთ ჩვენ რედაქტორებს, რათა სტატიები რეკომენდებულ შეზღუდვებში მოაქციონ/შეინარჩუნონ, მით უფრო რომ ეს შეზღუდვები რთული განსამარტი აღმოჩნდა და ფართო ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენენ.

ვიკიციტატის სტატია არის ციტატების თემატური კრებული. მას არ აქვს ვიკიპედიის სტატიის მსგავსად ცხადი სტრუქტურა, სადაც ინფორმაცია აწყობილია ნათელ და თანმიმდევრულ თხრობაზე. ეს ყველაფერი ბუნებრივად უბიძგებს ჩვენ რედაქტორებს მუდმივად დაამატონ და არასოდეს მოაკლონ. რედაქტორები, ნაცვლად სტატიებისთვის ციტატების შერჩევაზე ერთობლივი მუშაობისა, როგორც წესი ზრუნავენ მაგალითად სატელევიზიო შოუს დიალოგის მეტ და მეტ გავრცობაზე იქამდე, ვიდრე სტატია დუბლირებას არ დაემსგავსება. როგორც დრომ გვიჩვენა, ზოგიერთ მონაწილეს მიაჩნია, რომ სწორედ დუბლირებაა ვიკიციტატის მიზანი. ამით სტატია, მიუხედავად ბანალურის და ტრივიალურის გამოტოვებისა, ერთგვარ ფან-კლუბად იქცევა და არა ციტატების კრებულად. ციტატების შერჩევაზე შეზღუდვების დაწესების გარეშე, პროექტი დასრულდება გაუფასურებული და უსარგებლო გვერდებით. ხარისხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხშირად სუბიექტურია, თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილებების მიუღებლობის მიზეზი.

კარგი ციტატების სტანდარტი არის: დაუვიწყარობა, მრავლისმეტყველობა, ხატოვანობა და ლაკონურობა (იხილეთ ვიკიციტატა:ციტირებადობა - სახელმძღვანელო ციტატების შერჩევაში).

დაბოლოს, წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპეპიდან გამომდინარე, ყველა ციტატა ექვემდებარება შემოკლებას ან/და წაშლას, გამომდინარე მათი ხარისხიდან, ქვემოთ მოცემულია კონკრეტული შეზღუდვები ციტატებზე.

ზოგადი

სავტორო უფლებით დაცული, თუ საყოველთაო საკუთებაში არსებული

ჩვენი სახელმძღვანელო პირნციპების თანახმად, დასაშვებია უპირატესად საყოველთაო საკუთრებაში არსებული ნაწარმოების გამოყენება, რომელიც ასეთად მიიჩნევა, თუ არის:

  1. გამოქვეყნებული 1923 წლამდე; ან გამოქვეყნებული 1963 წლამდე, თუ და მხოლოდ თუ წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ საავტორო უფლებას მასზე გაუვიდა მოქმედების ვადა და არ განახლებულა.
  2. ოფიციალური პუბლიკაცია, ასევე ოფიციალური პირ(ებ)ის პოლიტიკური, თუ საჯარო ხასიათის გამოსვლა. ეს მოიცავს საკამპანიო გამოსვლებს, საპარლამენტო მოსმენებზე გაკეთებულ განცხადებებს, და სასამართლო გამოსვლებს/გადაწყვეტილებებს.
  3. ნაწარმოები, რომლისთვისაც წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულება, რომ საავტორო უფლების მფლობელმა ნაწარმოები საყოველთაო საკუთრებად გამოაცხადა.

დამოწმებული თუ დაუმოწმებელი

ყველა ციტატა უნდა იყოს დამოწმებული სანდო წყაროთი (იხ. ვიკიციტატა:ლიტერატურის მითითება - სახელმძღვანელო ციტატების წყაროებით დამოწმებაში). დაუმოწმებელი ციტატები ყველა სტატიიდან წაიშლება. დაუმოწმებელი ციტატების დამატების შემთხვევაში სტატიაში შეტანილი ცვლილებები 3 დღიანი ვადის შემდეგ უკუგდებული იქნება. ახლადშექმნილი გვერდი დაუმოწმებელი ციტატებით მოინიშნება როგორც წასაშლელი და 3 დღის შემდეგ, თუ არ დასაბუთდა გვერდის დატოვება ან/და არ დაიწყო განხილვა, გვერდი წაიშლება. უკვე არსებული სტატიებისთვის, ყველა ციტატა, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტს, წაიშლება. ყველა დარჩენილი დაუმოწმებელი ციტატა გადავა სტატიის განხილვის გვერდზე. თუ ყველა ციტატა უკვე არსებულ სტატიაში დაუმოწმებელია (წყაროს გარეშეა), მოინიშნება როგორც წასაშლელი და 3 დღის შემდეგ, თუ არ მოხდა მათი დამოწმება რომელიმე რედაქტორის მიერ, წაიშლება.

ციტატის სიგრძე

უაზროდ (უადგილოდ) გრძელი ციტატები შემოკლდება და მოწესრიგდება (ან წაიშლება), მაქსიმუმ 250 სიტყვით თითოეულ ციტატაში.

გამონაკლისები

თუ რედაქტორს მიაჩნია, რომ საჭიროა სტატია შეიცავდეს უჩვეულოდ დიდი ოდენობით სამახსოვრო ან/და გრძელ ციტატებს (მაგ. რომელიმე კინო-კლასიკიდან), საჭიროა მიმართოს ვიკისაზოგოდაებას წესებიდან გამონაკლისის დასაშვებად. ყოველი ასეთი შემთხვევისთვის მოეწყობა ინდივიდუალური განხილვა სტატიის განხილვის გვერდზე. ყოველი განხილვა შეიზღუდება სტანდარტული დროით და გადაწყდება საზოგადოებრივი კონსესუსით, საჭიროების შემთვევაში კენჭისყრით. მკითხველთა საყურადღებოდ ასეთი სტატიები მოინიშნება გამაფრთხილებელი თარგით.

სტატიების ტიპები

(კინო)ფილმები

დასაშვებია 5 ციტატა ყოველ ერთ საათიან მონაკვეთზე, მაგ. ერთი ციტატა ყოველ 12 წუთზე. ციტატები კონკრეტული პერსონაჟის მითითების გარეშე უკუგდებული იქნება. ციტატების რეკომენდებული სიგრძე: 7 სტრიქონი ერთ პერსონაჟზე, 10 სტრიქონი ყოველ დიალოგზე. თეგლაინები ციტატების საერთო რაოდენობაში არ მიიღება.

ტელევიზია

ციტატების ნებადართული ოდენობა განისაზღვრება პროგრამის (გადაცემის) საერთო წუთობრივი ხანგრძლიობით. პროგრამის ხანგრძლიობა მოიცავს სარეკლამო გაჭრებსაც, ან ამგვარი გაჭრებისგან თავისუფალი ბადის მქონე არხებისთვის, მაგ. როგორიცაა BBC, მოიცავს რეკლამის ხანგრძლიობას, სადაც არ უნდა იყოს მოთავსებული. დასაშვები რაოდენობრივი მაქსიმუმი იქნება: ერთი ციტატა ნახევარსაათზე ნაკლები ხანგრძლიობის გადაცემებისთვის; 2 ციტატა ნახევარსაათიანი გადაცემებისთვის; 5 ციტატა ერთსაათიანისთვის; 7 ციტატა საათნახევრიანი გადაცემებისთვის; 10 ციტატა ორსაათიანისთვის; და 15 ციტატა სამსაათიანისთვის. ციტატები კონკრეტული პირის/პერსონაჟის მითითების გარეშე უკუგდებული იქნება. ციტატების რეკომენდებული სიგრძე: 7 სტრიქონი ერთ პერსონაჟზე, 10 სტრიქონი ყოველ დიალოგზე.

ონლაინ ვიდეო

ვიდეოები განკუთვნილი სპეციალურად ონლაინ მაუწყებლობისთვის, ციტირებასთან მიმართბაში გაიგივებულია სატელევიზიო გადაცემასთან. ციტატების ნებადართული ოდენობა განისაზღვრება პროგრამის (გადაცემის) საერთო წუთობრივი ხანგრძლიობით. დასაშვები რაოდენობრივი მაქსიმუმი იქნება: ერთი ციტატა ნახევარსაათზე ნაკლები ხანგრძლიობის გადაცემებისთვის; 2 ციტატა ნახევარსაათიანი გადაცემებისთვის; 5 ციტატა ერთსაათიანისთვის; ციტატა საათნახევრიანი გადაცემებისთვის;10 ციტატა ორსაათიანისთვის; და 15 ციტატა სამსაათიანისთვის. ციტატები კონკრეტული პერსონაჟის მითითების გარეშე უკუგდებული იქნება. ციტატების რეკომენდებული სიგრძე: 7 სტრიქონი ერთ პერსონაჟზე, 10 სტრიქონი ყოველ დიალოგზე.

პერსონაჟები

სტატიები დაუმოწმებელი ციტატებით წაიშლება. ციტატების ნებადართული მაქსიმუმისთვის იხელმძღვანელეთ (კინო)ფილმებისთვის, ტელევიზიისთვის, წიგნებისთვის და ა.შ. დადგენილი ნორმებით.

წარმოთქმული-სიტყვა (სიტყვით გამოსვლები, სასცენო დადგმები, ინტერვიუები, და ა.შ.)

დასაშვებია მაქსიმუმ 5 ციტატა ნებისმიერი საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებიდან (რომელიც არ არის საყოველთაო საკუთრება).

ელექტრონული თამაშები

მაქსიმუმ 3 ციტატა თითო თამაშზე. ციტატების რეკომენდებული სიგრძე: 7 სტრიქონი ერთ პერსონაჟზე, 10 სტრიქონი ყოველ დიალოგზე.

ჩაწერილი ალბომები

მაქსიმუმ 5 საკმაოდ მოკლე ციტატა (მაგ. საშუალოდ 4 სტრიქონი ერთი ლექსიდან) თითო ალბომზე.

წიგნები

რეკომენდებულია მაქსიმუმ 5 სტრიქონი პროზიდან ან 8 სტრიქონი პოეზიიდან საავტორო უფლებით დაცული წიგნის ყოველ 10 გვერდზე, რაც წიგნის საერთო შინაარსის დაახლოებით 1.25%-ს უდრის.

პიროვნებები

ციტატების ნებადართული მაქსიმუმისთვის იხელმძღვანელეთ წიგნებისთვის და წარმოთქმული-სიტყვებისთვის დადგენილი ნორმებით.

თემები

მხოლოდ პიროვნების მითითება საკმარისი არ არის ციტატის დამოწმებისას, რადგან ეს ვერ ამტკიცებს ციტატის ჭეშმარიტ წარმოშობას. სხვა ციტატების კრებული ვებ საიტის მითითება, რომელიც წყაროდ მხოლოდ პიროვნების სახელს უთითებს, ასევე არასაკმარისი დამოწმებაა. თუ ციტატას ვერ მოეძებნა წყარო, საჭიროა გადატანილ იქნას სტატიის განხილვის გვერდზე. სტატია მთლიანად დაუმოწმებელი (დაუსაბუთებელი) ციტატებით, მოინიშნება როგორც წასაშლელი. ანონიმური ციტატები დაშვებულ უნდა იქნას, თუ წარმოდგენილი იქნება მათი ღირებულების მაჩვენებელი წყარო.