შინაარსზე გადასვლა

ზინედინ ზიდანი

ვიკიციტატიდან
ზინედინ ზიდანი

ზინედინ იაზიდ ზიდანი (ფრანგ. Zinedine Yazid Zidane [zinedin zidan], არაბ. زين الديـن زيـدان; დ. 23 ივნისი, 1972; მარსელი, საფრანგეთი) — ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2016 წლიდან 2018 წლის ივნისამდე წრთვნიდა მადრიდის „რეალს“, რომელსაც სამჯერ ზედიზედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

ზოგჯერ არ ვიცი, თამაშის დროს რა მიპყრობს. ხანდახან უბრალოდ ვგრძნობ, რომ სხვა ადგილას გადავედი და შემიძლია პასის გაკეთება, გოლი ან სურვილისამებრ გასვლა.

  ციტატის წყარო: 2000 წლის ივნისის ინტერვიუ

  •  

სწორედ მამაჩემმა გვასწავლა, რომ ემიგრანტმა უნდა იმუშაოს ორჯერ მეტი ვიდრე სხვებმა, იმისთვის რომ არასოდეს დანებდეს.

  ციტატის წყარო: 2004 წლის ინტერვიუ

  •  

გამიმართლა, რომ გაჭირვებული უბნიდან მოვედი. ის გასწავლის არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ ცხოვრებას. უამრავი ბავშვი იყო სხვადასხვა რასის და ღარიბი ოჯახებიდან. ხალხს უწევდა ბრძოლა გადარჩენისთის. მუსიკა მნიშვნელოვანი იყო. ფეხბურთი მარტივი ნაწილი იყო.

  ციტატის წყარო: 2004 წლის ინტერვიუ

  •  

ძნელი ასახსნელია, მაგრამ მე მაქვს საჭიროება ყოველდღე ინტენსიურად ვითამაშო, ვიბრძოლო ყველა მატჩში და ის, რომ არასოდეს შევწყვიტო ბრძოლა არის ის, რაც ვისწავლე იმ ადგილას, სადაც გავიზარდე.

  ციტატის წყარო: 2004 წლის ინტერვიუ