შინაარსზე გადასვლა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ვიკიციტატიდან

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედ. Zlatan Ibrahimović; დ. 3 ოქტომბერი, 1981, მალმე, შვედეთი) — შვედი ყოფილი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „მილანის“ თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 2006-15 წლებში თერთმეტჯერ დასახელდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.


ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ისინი უბრალოდ მოდიან, გპირდებით, არაფერია რასაც ვგეგმავ.

  •  

რასაც კარიუ აკეთებს ფეხბურთის ბურთით, მე შემიძლია გავაკეთო ფორთოხალით. — პასუხი ნორვეგიელი ფეხბურთელის ჯონ კერიუს კრიტიკაზე, რომ ზლატანის სვლები უაზროა

  •  

არაფრის მოგებას არ ვარ მიჩვეული - ეს პირველად დამემართა. Იმედგაცრუებული ვარ. ეს მარცხია. — კომენტარი მას შემდეგ რაც მილანმა სკუდეტო წააგო 2012 წელს

  ციტატის წყარო: ზლატანის კომენტარი სეზონის ბოლოს

  •  

მე მარცხნივ წავედი, ისიც მარცხნივ. მე მარჯვნივ წავედი, ისიც მარჯვნივ წავიდა. მე ისევ მარცხნივ წავედი, ის კი ჰოთ-დოგის საყიდლად წავიდა.

  •  

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს შვედეთში სამჯერ დამასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, მიუხედავად იმისა, რომ არ მითამაშია. ხალხს ვუყვარვარ.

  •  

მიეცით მათ ველოსიპედი ჩემი ავტოგრაფით და ეს საკმარისი იქნება.

  ციტატის წყარო: ზლატანი სექსიზმში დადანაშაულების შესახებ

  •  

მე მოვედი როგორც მეფე და წავედი როგორც ლეგენდა.

  ციტატის წყარო: ზლატანის კომენტარი პსჟ-დან წასვლის შემდეგ

  •  

ეს არ არის რთული არჩევანი, ვიცი რაც მინდა. მომავალი უკვე დაწერილია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.

  ციტატის წყარო: ზლატანის კომენტარი ამერიკაში წასვლის შემდეგ

  •  

მე ძალიან კარგი ვარ ალსვენსკანისთვის.

  ციტატის წყარო: ზლატანის კომენტარი მალმოში დაბრუნების შესახებ