შინაარსზე გადასვლა

ზოსიმე პალესტინელი

ვიკიციტატიდან
ღირსი ზოსიმე და მარიამ მეგვიპტელი

ზოსიმე პალესტინელი (ბერძნ. Ζώσιμος; 460 წელი, პალესტინა — 560 წელი, იორდანიის მონასტერი) — მოღვაწე ქრისტიანი ასკეტი ბერი. ჩვენამდე მოღწეული მწირი ცნობებიდან აღსანიშნავია მისი სწავლებანი.

სწავლებანი

[რედაქტირება]
  • თუკი ჩვენც ვინებებთ შევუერთოთ ჩვენი ნება ჩვენი უფლის ნებას, მაშინ გაგვიადვილდება არარად შევრაცხოთ ყოველივე ამქვეყნიური.
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შემსჭვალულია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ეშმაკებს, თუ იხილეს ისეთი, ვინც შეურაცხყოფილი ან მწუხარეა, ან რაიმე ზარალი აქვს მიყენებული და წუხს არა იმისათვის, რომ ეს უბედურება ეწია, არამედ იმისათვის, რომ მოწევნული მამაცურად ვერ აიტანა, ასეთების დიდად ეშინიათ, ვინაიდან იციან ჭეშმარიტ გზას ადგიან და უყვართ მცნებები ღვთისა.
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის (www.orthodoxy.ge).


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • უწყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელნი.
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის (www.orthodoxy.ge).


  • მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელთ, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმიდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - იმათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ისინი, ვინც მიხვდნენ თავიანთ სიგლახაკეს და ადანაშაულებენ თავს, შეუსრავენ ბოროტ სულებს, ეშმაკებს, როგორც თქვეს წმიდა მამებმა: „შთა-თუ-ხდეს სიმდაბლე ჯოჯოხეთად, ზეცად ამაღლდების და აღ-თუ-ხდეს ამპარტავნება ცამდე, ჯოჯოხეთად შთავალს“.
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება. მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბოროტი ვნებები.
საუკუნო ცხოვრებისა და ღვთის მცნებათა შესრულებისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება, და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge)


  • ბედნიერია ის სული, რომელმაც თავისი თავი შეამზადა ღვთიური ნიჭის მისაღებად, ასეთს არასოდეს ტოვებს უფალი და მარადის ეხმარება და იფარავს იმ საქმეშიც კი, რისთვისაც თავისი უმეცრების გამო არ ევედრებოდა უფალს.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ვერ ვუგებთ ადამიანები ერთამანეთს სიყვარულში, არამედ წარვიწყმიდეთ, გავაუფასურეთ სიბრძნე ჩვენი და ერთმანეთისა აღარა გვესმის, სავსებით დავკარგეთ აზრი. მცირედიც რომ ვიტვირთოთ მოყვასისა მისი მწუხარების ჟამს, როგორც კი გონს მოეგება და იხილავს ჩვენს ერთგულებას მისი განსაცდელისას, სულს დასდებს ჩვენთვის. ასეთია ძალა სიკეთისა.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • აღუგზნებელი და უვნებელი მოიპოვებს ცათა სასუფეველს და დაიდგამს საუკუნო გვირგვინს.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • თუ კაცი ისურვებს, ბოროტებიდანაც ბევრ სიკეთეს შეიძენს.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • სული ღვთის ხატად დაბადებულისა (ადამიანი) უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე მთელი სამყარო თავისი სიმდიდრით.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • როგორც თქვა აბბა მოსემ: სიძვის მიზეზია მაძღრივ ჭამა-სმა, უსაქმურობა და ზედმეტი ძილი, გართობა, ცუდად მეტყველება და კადნიერება, მიდრეკილება ძვირფასად ჩაცმა-დახურვისადმი. თუ ყოველივე ამას მოიკვეთს კაცი, მოუძლურდება თავისთავად ვნება სიძვისა.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • მრისხანების მიზეზნი არიან მიცემა და მოღება, თავისნათქვამობა, სიყვარული მოძღვრობისა და მასწავლებლობისა, თავისი თავის ბრძნად და მეცნიერად შერაცხვა. ვინც ამას მოიკვეთს, მოუძლურდება ასევე ვნება მრისხანებისაც.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • ვისაც მართალი გზით სვლა გადაუწყვეტია, მრისხანება ყოველთვის უცხო უნდა იყოს მისთვის.
შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის (www.orthodoxy.ge).


  • თავად ქონება კი არ არის მავნებელი, არამედ ამ ქონებას დამონებული გონება და სიყვარული ქონებისა.
თავის ბრალობისა და სათნოებებისათვის (www.orthodoxy.ge).


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]