ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
Zugdidi botanical garden2.jpg

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, სადაც მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი.


  • სამეგრელოს ბუნებამ და ჰავამ ხელი შეუწყო დედოფლის ცდას და ათი წლის განმავლობაში ისეთი საუცხოო ბაღი გაშენდა, რომლის მსგავსი მანამდე არ და არც მერე ყოფილა ამიერკავკასიაში. დიდფოთოლა მაგნოლიები, ბიგნონიები, პაულონიები, მიმოზები,კვიპაროზები, ოლეანდრები უშველებელი სიმაღლის გაიზარდა და ამ ხეების მთელი ხეივნები შეიქმნა. ბაღთან იყო საუცხოო სათბურები და საგრუნტო ფარდულები, სადაც 500–ზე მეტი სახეობის ხე იყო ფორთოხლის,ლიმნის, პომპელმუსისა, ბანანებისა და სხვა იშვიათი ხეხილისა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო საყვავილე განყოფილება: დათვლაც კი სჭირდა ათასნაირი ვარდებისა, ზოგიერთი მათგანი ორი მეტრი სიმაღლის გაიზარდა. მრავალფეროვანი იყო ასევე კამელიების კოლექცია. ერთი სიტყვით, ზუგდიდის ბაღი ყოველი მხრით შესანიშნავი იყო და ამიერავკასიაში ბადალი არ მოიძებნებოდა. (კორნელი ბოროზდინი)
კ. ბოროზდინი ,,სამეგრელო", 1934 წ. გვ. 65



Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი