თავად რაფიელ ერისთავს
იერსახე
როს მშრომელ გლეხთა ვაებით, საბრალოდ აცრემლებული ზეცას შეჰკვნესდი მგოსანო, ერისთვის თავდადებული
როს ერის კეთილდღეობით, საამოდ აღტაცებული სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ, ვით ზეცით მოვლინებული
როს დაჰგალობდი სამშობლოს, ის იყო შენი ტრფიალი მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა, გულის წარმტაცი წკრიალი..
მაშინ, მგოსანო, ქართველი - თურმე ციურ ძეგლს გიგებდა და წარსულ შრომას, ვაებას, აწმყოთი აგვირგვინებდა
შენმა სიტყვებმა ჩვენს გულში, უკვე გაიდგა ფესვია მოიმკე, წმინდა მხცოვანო, რაც სიყრმით დაგითესია
ნამგლად იხმარე ერისგან, გრძნობით ჰაერში ძახილი: ,,ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს, მამულში შენებრი შვილი“
1895წ. სოსელო