თავისუფლება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„თავისუფლება უნდა იყოს მხარდაჭერილი ყველანაირი საფრთხის დროს.“ | |
| — ჯონ ადამსი |
„ერთხელ დაკარგული თავისუფლება, სამუდამოდ იკარგება.“ | |
| — ჯონ ადამსი |
„აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რომელიც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.“ | |
| — მარკუს ავრელიუსი |
„თავისუფალი მხოლოდ ისაა, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებს და არ იმეორებს სხვის სიტყვებს, იმ სიტყვებს, რომელთა აზრიც არ ესმის.“ | |
| — ბერთოლდ აუერბახი |
ბ
[რედაქტირება]„ხალხებმა თავისუფლება გააღმერთეს, მაგრამ სად არის ამქვეყნად თავისუფალი ხალხი?“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
|- | | ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„ბოლოს თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქიას დესპოტიზმისკენ მივყავართ, ხოლო დესპოტიზმს ─ თავისუფლებისაკენ.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
|- | | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)
„აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს, ისინი ტრიუმფის დროსაც მოწყენილი არიან, როგორც ინგლისელი მილიონერები.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
|- | | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)
„როცა პურსა და თავისუფლებას შორის ხალხი ირჩევს პურს, ის კარგავს ყველაფერს ─ მათ შორის პურსაც. თუ ხალხი ირჩევს თავისუფლებას, მას ექნება საკუთარი ხელით მოყვანილი პური, რომელსაც ვერავინ წაართმევს.“ | |
| — სტეპან ბანდერა |
„მე რომ ამნეზია მეგონა, ალბათ, თავისუფლება იყო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ეს რაღაცა, რასაც თავისუფლება ჰქვია, არის ბრძოლა, რის შედეგადაც უფრო სასიამოვნო ცხოვრებაა მოპოვებული, ვიდრე წინა თაობებს ჰქონდათ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„თავისუფლებას ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩემი აზრით, თავისუფალი ნების შეზღუდვის სურვილი სულიწმინდის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვაა.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
|- | | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხლის” ჯემი (1972 წ.)
„თუ პერსონაჟი ან ადამიანი ძალიან თავისუფალია, ის საზოგადოებისთვის გამოწვევაა. ახლა კი საზოგადოების ფუნდამენტური საფუძველი ისაა, რომ არავინ იყოს ძალიან თავისუფალი.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
|- | | ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს.“ | |
| — ოტო ფონ ბისმარკი |
„თავისუფალი სული იშვიათად გვხვდება, მაგრამ როცა გვხვდება, აუცილებლად ვცნობთ იმით, რომ მასთან ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
გ
[რედაქტირება]„მე უზომოდ მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„ჯობია ტიტველი და მშიერი დადიოდე, ოღონდ თავისუფალი იყო.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„მე შემეძლო საითაც მინდოდა, იქით წავსულიყავი, და უცებ ვიგრძენი სრული თავისუფლება და სრული სიმარტოვე...“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„სრული თავისუფლება მაინც არ ვარგა. მეტისმეტად თავკერძი ხდები კაცი. აუცილებლად უნდა იყო შებოჭილი სხვისი სიყვარულით, მოვალეობის გრძნობით, რათა ადამიანის სახე შეინარჩუნო.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს თვითშეგრძნება, რაც ასე თუ ისე დამოუკიდებელს ხდის მას, სრული თავისუფლება მიუღწეველია და ბუნებას ყოველ წუთს შეუძლია თავის ნებაზე გათამაშოს.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„არავინაა ისე დამონებული, როგორც ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ თავისუფალია.“ | |
| — გოეთე |
„ადამიანი, რომელიც გრძნობებით არის შეპყრობილი, თავისუფალი ვერ იქნება.“ | |
| — გოეთე |
„ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სრულიად მარტოდმარტოა.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„მხოლოდ შეცნობა გაგიძღვება თავისუფლების არხისკენ, რაშიც ცოდნა მხოლოდ პატარა როლს თამაშობს.“ | |
| — გიორგი გურჯიევი |
დ
[რედაქტირება]„თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„რას მომიტანს ეს თავისუფლება, უცხო ბრბოს გარემოცვაში მარტომყოფი რას გავაკეთებ?“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: წერილი ძმას (1839 წ.)
ე
[რედაქტირება]„ძალიან ძნელია, გაანთავისუფლო ადამიანი და ასწავლო მას საკუთარი თავის პატრონობა.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„თავისუფალი ადამიანის წოდება ყველაზე ძვირფასი წოდებაა.“ | |
| — ევრიპიდე |
„ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა გამოიაროს სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული გაკვეთილები.“ | |
| — უმბერტო ეკო |
|- | | ციტატის წყარო: “წიგნი თუ კომპიუტერი?”
„არ შეიძლება თავისუფალი იყოს ხალხი, რომელიც სხვა ხალხებს ჩაგრავს.“ | |
| — ფრიდრიხ ენგელსი |
ვ
[რედაქტირება]„სიტყვის თავისუფლების წართმევა ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც სულელები და ენაბლუნი, ცხვრის ფარასავით გავუყვებით სასაკლაოს გზას.“ | |
| — ჯორჯ ვაშინგტონი |
„უსამართლო და სიბრძნეს მოკლებულ ეჭვიანობად ჩაითვლება, ადამიანს ბუნებისგან ნაბოძები თავისუფლება წაართვა იმ ვარაუდით, რომ შეიძლება ის ცუდად გამოიყენოს.“ | |
| — ჯორჯ ვაშინგტონი |
„თავისუფლად ვარდნაც კი არ შეიძლება, რადგან ჩვენ სიცარიელეში არ ვვარდებით.“ | |
| — ვლადიმერ ვისოცკი |
„ადამიანები ჩიტებს გალიებიდან ათავისუფლებდნენ, რათა თვითონ გამხდარიყვნენ თავისუფალნი.“ | |
| — ვლადიმერ ვისოცკი |
„შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ბოროტად სარგებლობის გარეშეც თავისუფლება ხომ თავისუფლება არ იქნებოდა.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„თავისუფლება ჯერ კანონებს ამსხვრევს, რათა შემდეგ თვითონ შექმნას საკუთარი კანონები.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„აზრი ვერ იქნება თავისუფალი, ვიდრე შთაბეჭდილების ტყვეობისაგან თავს არ დაიხსნის.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]„არ შეიძლება, კაცს თავისუფლება გინდოდეს და თანაც ერთი გაძღომისთვის შეგეძლოს მისი დათმობა.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ეს სამყარო აზრს არის მოკლებული და ის, ვინც ეს გააცნობიერა, თავისუფლებას მოიპოვებს.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„ერთადერთი გზა, გაუმკლავდე მონურ სამყაროს, არის მდგომარეობა, გახდე იმდენად თავისუფალი, რომ შენივე არსებობა იყოს ამბოხება.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„თავისუფალია ის, ვისაც შეუძლია ტყუილი არ თქვას.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„თავისუფლება, პირველ რიგში, პრივილეგიები კი არა, მოვალეობებია.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„კაცი თავისუფალია, თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება.“ | |
| — იმანუელ კანტი |
„ადამიანის ბუნება მტვერივით ვერ იტანს დამოკიდებულებას, ის თავისუფალია და თუ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული გახდა, აუცილებლად დაიწყებს ბორკილების, კედლების და საკუთარი სხეულის მტვრევას.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.“ | |
| — კირიონ II |
„ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც შენი იწყება.“ | |
| — მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი |
„თავისუფლება ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„ის, ვინც ხალხის თავისუფლებისათვის იბრძვის და ამავე დროს არ იბრძვის ხალხის სრულუფლებიანობისათვის სახელმწიფოში, ის ან არათანმიმდევარია, ანდა გულწრფელი არ არის.“ | |
| — ვლადიმერ ლენინი |
მ
[რედაქტირება]„შენთვის არსებობს თავისუფლების სამყარო და თავისუფლების განცდა, როგორც შენი შესაძლებლობა; ან თავისუფლება უცხოა შენთვის და ეს ნიშნავს, რომ სახე არა გაქვს, პატივს არ სცემ საკუთარ თავს, ყოველთვის სხვაზე ხარ დამოკიდებული, სხვისგან, გარედან ელოდები რაღაცას.“ | |
| — მერაბ მამარდაშვილი |
„თავისუფლებისთვის სულაც არ არის საჭირო, ცა და ქვეყანა იყიდოთ! მხოლოდ საკუთარ თავს ნუ გაყიდით!“ | |
| — ნელსონ მანდელა |
„თქვენ ატარებთ იდეას თქვენი თავისუფლების შესახებ, როგორც დედა თავის პირმშოს.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
|- | | ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„საზოგადოების ბედნიერებისთვის სამი სახის თავისუფლებაა აუცილებელი: რელიგიის თავისუფლება, პირადი თავისუფლება და მოქალაქეობრივი თავისუფლება.“ | |
| — ჯონ მილტონი |
„ჰკითხე ამ თაფლზე დაწებებულ ბუზს, ღირს კი საჭმელზე გადაცვლილი თავისუფლება?“ | |
| — ალექსანდრე მიშელაშვილი |
„აქ თავისუფლება მხოლოდ მარტოობაშია.“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
|- | | ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე ─ როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?! ─ შენ შეგიძლია ეტიკეტიც დაიცვა, ზრდილობიანიც იყო და შენზე თავისუფალი არავინ არ იყოს!“ | |
| — ზურაბ მხეიძე |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„თავისუფლებას არავინ მოგცემს, ის თავად უნდა მოიპოვო.“ | |
| — მერეტ ოპენჰეიმი |
„ბევრით სჯობია სიკვდილი სიცოცხლეს გალიაშია.“ | |
| — გრიგოლ ორბელიანი |
„თუკი თავისუფლების ცნება საერთოდ რაიმეს ნიშნავს, ეს, პირველ ყოვლისა, იმის უფლებაა, ადამიანს მისთვის არასასურველი სიმართლე პირში უთხრა.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
|- | | ციტატის წყარო: “ცხოველების კარ-მიდამო” (1945 წ.)
„თავისუფლება ─ ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
|- | | ციტატის წყარო: “1984” (1949 წ.)
„თუ შეძლებ იცხოვრო იმ ფიქრით, რომ ეს სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, შენ იქნები თავისუფალი, ვერ შეგეხება ტანჯვა.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„თავისუფლება არის საკუთარი ცხოვრების ფლობა.“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„თავისუფლება უფლების მოყვარულთა მყვირალა ლოზუნგად იქცა.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
|- | | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
„ადამიანი თავისუფალი დაიბადა და ირგვლივ მაინც ყველა ბორკილებშია.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
ს
[რედაქტირება]„ნაწილობრივ თავისუფალი არ არსებობს, ან თავისუფალი ხარ, ან არა.“ | |
| — ჟან-პოლ სარტრი |
ტ
[რედაქტირება]თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, | |
| — გალაკტიონ ტაბიძე |
|- | | ციტატის წყარო: “დროშები ჩქარა!”
„თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე.“ | |
| — მარგარეტ ტეტჩერი |
„ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის, სინდისის თავისუფლება: მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება, რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი.“ | |
| — მარკ ტვენი |
„ერთადერთი, ვისი მორჩილებაც ოდესმე მენდომება, იქნება ის, ვინც მაიძულებს, ვიყო თავისუფალი.“ | |
| — ანო ტვილდიანი |
|- | | ციტატის წყარო: “მზითშობილნი” (2021 წ.)
„ადამიანებს მხოლოდ ეჩვენებათ, რომ უყვართ თავისუფლება ─ მათ უბრალოდ მბრძანებელი ეზიზღებათ.“ | |
| — ალექსის ტოკვილი |
„თუ ქალს გადაეკიდე, დაჰკარგავ ყოველგვარ თავისუფლებას.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სხვის თავისუფლებაზე ფიქრი სინამდვილეში საკუთარ თავისუფლებაზე ზრუნვაა.“ | |
| — დათო ტურაშვილი |
|- | | ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც ─ უსაფრთხოების.“ | |
| — ბენჟამენ ფრანკლინი |
„განთავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც განთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან გიყვარს.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
„თავისუფალმა ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა აუხსნას რაღაცები, საკუთარ ცნობიერებას და გონებას.“ | |
| — ერიხ ფრომი |
„ყოველი ახალი ნაბიჯი შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს ─ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს თავისუფლების ეშინიათ.“ | |
| — ერიხ ფრომი |
„თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
„მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, ─ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად...“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
„თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა ─ საკუთრება რამდენიმე ადამიანისა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
„თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
„თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
როცა გულს ცეცხლი მედება, | |
| — ვაჟა-ფშაველა |
|- | | ციტატის წყარო: “ჩემი ვედრება”
ქ
[რედაქტირება]„სადაც შენს აზრს თავისუფლად არ გათქმევინებენ, რომ შეეძლოთ, თავისუფლად ფიქრსაც აგიკრძალავდნენ.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ანტონიო და დავითი” (1984 წ.)
აკეთე ის, რაც შენ გინდა, | |
| — ალუდა ქეთელაური |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას ─ აი, რატომ ეშინიათ ადამიანების უმეტესობას მისი.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქვეყანა, თავისუფლების გარეშე იგი ვერ იქნება ჭეშმარიტად მშვენიერი.“ | |
| — კრიშან ჩანდრი |
თავისუფლება ისე არ მოდის, | |
| — ჯანსუღ ჩარკვიანი |
|- | | ციტატის წყარო: “ჰიმნი თავისუფლებას”
ც
[რედაქტირება]„მხოლოდ სულიერი თავისუფლების იდეათა იდეაა მარადიული და უძლეველი და იგი მუდამ ბრუნდება.“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
|- | | ციტატის წყარო: “კასტელიო კალვინის, ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ” (1936 წ.)
„ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ კანონის ფარგლებში არსებობს.“ | |
| — ციცერონი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ჭ
[რედაქტირება]„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავსაყუდარი...“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„თავისუფლების ზღვა არასოდეს არსებობს ღელვის გარეშე.“ | |
| — ტომას ჯეფერსონი |
„თავისუფლების ხე დროდადრო უნდა მოირწყას პატრიოტებისა და ტირანების სისხლით.“ | |
| — ტომას ჯეფერსონი |
„თავისუფლების საფასური მუდმივი სიფხიზლეა.“ | |
| — ტომას ჯეფერსონი |
ჰ
[რედაქტირება]„ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც კი პირველად იგრძნობს თავისუფლებას, ხშირად მაშინვე უმართავი ხდება.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
|- | | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„როგორც დედამიწა არ მოკვდება არასოდეს, ისე ერთხელ თავისუფალი არასოდეს დაუბრუნდება მონობას.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„არც ერთ ადამიანს არ შეუძლია იყოს სრულად თავისუფალი სულიერად, გონებრივად, ფიზიკურად და ეკონომიკურად, თუ არ ექნება ნათლად აზროვნების უნარი.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
|- | | ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
freedom is being u without anyone's permission
„თავისუფლება ფუფუნება არაა ─ იგი გამოცდაა, რომელსაც ღმერთი ადამიანსა და ქვეყანას უწყობს.“ | |
| — [[]] |
„თავისუფლება არ არის იმის კეთება, რაც გინდა ─ ეს არის სურვილებსა და სინდისს შორის ხმის პოვნა, რომელიც მართლა შენია.“ | |
| — [[]] |
პოლიტიკურ თავისუფლებას ეკონომიკური თავისუფლების გარეშე მნიშვნელობა არ აქვს. | |
| — ფრიდრიხ ჰაიეკი |
ინდივიდი თავად განაგებს საკუთარ თავს, თავის სხეულს და სულს. | |
| — ჯონ სტიუარტ მილი |
ის, რისი დაწესების უფლებაც საკუთარი თავისთვის ხალხსაც კი არ აქვს, კიდევ უფრო ნაკლებად შეიძლება მონარქმა დაუწესოს ხალხს. | |
| — იმანუელ კანტი |
თავისუფალი ადამიანების სამყაროს შექმნის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს: ერთადერთი ჭეშმარიტად პროგრესული პოლიტიკა – პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა. | |
| — ფრიდრიხ ჰაიეკი |
კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა! | |
| — ფრიდრიხ ჰაიეკი |
იყო თავისუფალი, არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან განთავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის. | |
| — ნელსონ მანდელა |
თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ. | |
| — მაჰათმა განდი |
თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია, ვიდრე არმია. | |
| — ედვარდ ევერეტი |
თავისუფლებას არ აქვს ღირებულება, თუ ის არ მოიცავს შეცდომების დაშვებას. | |
| — მაჰათმა განდი |
თავისუფლება ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არ არსებობს. | |
| — მარგარეტ ტეტჩერი |
თავისუფლება ზოგადი ცოდნის გარეშე ვერ შენარჩუნდება ადამიანებს შორის | |
| — ჯონ ადამსი |
თავისუფლებაში ცხოვრობს ის, ვისაც წინააღმდეგობათა მიუხედავად ქმედება მაინც შეუძლია. | |
| — ალექსის დე ტოკვილი |