შინაარსზე გადასვლა

თემურ წიკლაური

ვიკიციტატიდან

თეიმურაზ (თემურ) წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი — გ. 1 თებერვალი, 2021, გორი) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

ციტატები

[რედაქტირება]
  • „ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს „ივე­რი­ა­ზე“. „ფი­როს­მა­ნი“ დავ­დგით. ჯე­მალ­მა, შენ იცი, ფი­როს­მა­ნი შენ ხა­რო... გა­დავ­წყვი­ტე, 21 დღე არ მე­ჭა­მა, რომ მი­ვახ­ლო­ვე­ბო­დი ნი­კა­ლას სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა ის შიმ­ში­ლობ­და, რო­ცა ის არა­ვის უნ­დო­და, მას­ზე სა­ში­ნე­ლე­ბას წერ­დნენ გა­ზეთ­ში... ავი­ღე წიგ­ნე­ბი ნი­კა­ლა­ზე, ლოც­ვე­ბი და და­ვიწ­ყე შიმ­ში­ლი. მივ­დი­ო­დი კო­ჯორ­ში ჩემს წყა­რო­ზე, იქი­დან მომ­ქონ­და წყა­ლი და­სა­ლე­ვად. ეს სი­ჩუ­მე და მარ­ტო­ო­ბა შე­უ­და­რე­ბე­ლია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მე­რე, რო­ცა 21 დღის მე­რე პირ­ვე­ლად გა­ვე­დი, ჯე­მალ­მა: აი, ფი­როს­მა­ნი მო­ვი­დაო.“
  • „ოჯა­ხი­დან დღე­ში მა­ნეთს მაძ­ლევ­დნენ. კვი­რა­ში 7 მა­ნე­თი მე­კუთ­ვნო­და, მე­ტი არა. თა­ვი უნ­და გა­მე­ტა­ნა რო­გორ­მე. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მად­ლო­ბა უფალს, რომ მი­ცავ­და ყო­ველ­თვის. მე­გო­ბარ­მა მო­მა­კით­ხა - არ­ნოლდ ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა: პლე­ხა­ნოვ­ზე დი­დი უნი­ვერ­მა­ღი იყო. იქ ან­სამ­ბლი ჰყავთ და მო­დი, ვიმ­ღე­რო­თო. ხელ­ფასს მოგ­ვცე­მენ 66 მა­ნეთ­სო. მი­ვე­დით დი­რექ­ტორ­თან, ას­ლან ხარ­ბე­დი­ას­თან. ფოთ­ში რომ პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, იმ პე­რი­ო­დის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. რომ გვნა­ხა უწ­ვე­რულ­ვა­შო ბავ­შვე­ბი, გაგ­ვა­ფორ­მა. მე გა­ლან­ტე­რე­ის საწ­ყობ­ში ვი­ყა­ვი მუ­შად. ხელ­ფა­სიც მომ­ცა... ამას სტი­პენ­დი­აც ემა­ტე­ბო­და და 100 მა­ნე­თი კი გა­მომ­დი­ო­და. ეს ჩემ­თვის დი­დი ფუ­ლი იყო. უკ­ვე გა­მიჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჩუქ­რე­ბიც კი მე­ყი­და გო­გო­ნე­ბის­თვის. ყო­ველ დი­ლით მივ­დი­ო­დით საწ­ყობ­ში, ვეხ­მა­რე­ბო­დი საწ­ყო­ბის გამ­გეს, ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე ინ­სტი­ტუტ­ში გავ­რბო­დით.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]