შინაარსზე გადასვლა

იაკობ გოგებაშვილი

ვიკიციტატიდან
იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840 ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ადამიანი, მოკლებული დედაენის ცოდნას და მკვიდრ სულიერ კავშირს თავის სამშობლოსთან და ერთან, მიემსგავსება საბრალო ობოლს, საწყალ სტუმარს, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სახლი ამ ქვეყანაზე. იგი მოგაგონებთ ხიდან მოჭრილ ტოტს, რომელიც, დღეს თუ ხვალ, უთუოდ გახმება.“

  •  

„მშობლიური ენისა და წიგნის უარყოფა, გამოუსადეგ რამედ ჩათვლა, თავისი თავის უარყოფა, თავისი თავის გათახსირებაა.“

  •  

სხვისი დამდაბლება ცილის წამებით ყოვლად უმსგავსო ხრიკია, რომელსაც შერცხვენა და დამდაბლება მოსცევს მისი, ვინც ამისთანა საქციელს კადრულობს.

  •  

ყოველი ახალი ნაბიჯი სასიამოვნოა. იგი მოასწავებს წარმატებას, წინ მსვლელობას და სახელს უკეთებს საზოგადოებას, რომელიც, ეტყობა, სცოცხლობს, მოქმედებს და არ არის ერთს წერტილზედ გაჩერებული.

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. ქართველი მწერლების ნაწერებს დღესდღეობით თუ გასავალი აქვს, იაკობ გოგებაშვილს უნდა ვუმადლოდეთ. იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ერს ქართული ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველ ერს ქართული ენა შეაყვარა...“

  აკაკი წერეთელი
  •  

„ათას ცხრაას ექვს წელს, ბალღობისას, ვნახე იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული ქართველნი“. ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე. ამ წიგნმა გამხადა პატრიოტად და პოეტად.“

  გიორგი ლეონიძე

  ციტატის წყარო: “წიგნი”