ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი (დ. 11 აპრილი/23 აპრილი, 1876, თბილისი ― გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ციტატები
[რედაქტირება]რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა. რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი, რომელნიც, მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისაგან ხელის აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომელთაც მთელი ეს გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისათვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიც კი აღიარებული: კულტურული დაქვეითების მეტი არაფერია საქართველოს მეცნიერული აზროვნებისათვის ამ გეგმის განხორციელებისაგან მოსალოდნელიო და, ამავე დროს, იგი პეტერბურგში (აწ ლენინგრადში) დიდი გაჭირვებითა და ხანგრძლივი მუშაობით შექმნილი სომხურ-ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი კერის გავერანებას უდრისო. |
ციტატის წყარო: მოგონებები სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს. |
ციტატის წყარო: მოგონებები სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
ისტორიკოსი, მოვალეა... მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული... ის მეცნიერი, რომელიც მეცნიერების წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, იმავ დროს ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, იმიტომ, რომ ყოველ განათლებულ ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი.
*** *** |
ციტატის წყარო: მეცნიერის კეთილსიდნდისიერების შესახებ. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
ადვილად წასაკითხი და ლამაზი (მაგრამ), დაუსაბუთებელი თეორიებისა და დებულებების წამოყენებას, ყოველ მხრივ დასაბუთებული ისტორიის წერა სჯობია. მეცნიერ ისტორიკოსს უნდა ახსოვდეს ის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მას აწევს და რომელიც მას ავალებს თავისი დაუსაბუთებელი ჰიპოთეზები ისტორიის სინამდვილედ არ წარმოიდგინოს. |
ციტატის წყარო: აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
ყოველ ჩვენგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეთ, რომ „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. |
ციტატის წყარო: აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
მასზე
[რედაქტირება]ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება. | |
— პეტრე მელიქიშვილი |
ციტატის წყარო: მოგონებები სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
ივ. ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი — გუთნისდედობა თვით ქართული მძიმე ღრმადმხვნელი გუთნისა... ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა მან გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ. | |
— მოსე ჯანაშვილი |
ციტატის წყარო: მოგონებები სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა (1918-01-23). დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
დიდო ივანე! შენს მოწაფეებად სთვლიან თავს არა მარტო ის პირნი, რომელნიც შენი უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდნენ (ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, ფილოლოგები, ლიტერატურის ისტორიის მკვლევარნი, ხელოვნების ისტორიკოსები, არქეოლოგები და ეთნოგრაფები), არამედ მეცნიერების სხვა დარგის წარმომადგენლებიც: ბუნებისმეტყველები და სხვანი. | |
— აკად. აკაკი შანიძე |
ციტატის წყარო: გამოსათხოვარი სიტყვიდან. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876 – 1940). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი. თსკა. დამოწმების თარიღი: 2010-07-18.
როგორც მლოცველი, მზედალეულ ლანდთა მხილველი, | |
— ლადო ასათიანი |
ციტატის წყარო: ლექსიდან «ივანე ჯავახიშვილისადმი», 1941. ლადო ასათიანი – ივანე ჯავახიშვილისადმი. ივანე ჯავახიშვილი – Ivane Javakhishvili. ჟურნალი ბურუსი (2009-09-27). დამოწმების თარიღი: 2010-07-22.
შემოვიდოდა დიდი სასმენი აპარატით და შავი „პორტფელით“, დადებდა ამ „პორტფელს“ მაგიდაზე, ამოალაგებდა ბარათებს (ბარათების სისტემა ჰქონდა), დაალაგებდა მაგიდაზე და იწყებდა ლექციის კითხვას – ჯერ დებულებას წამოაყენებდა და შემდეგ ამ ბარათებიდან წაიკითხავდა საილუსტრაციო მასალას – ვთქვათ, X დებულებას როგორ ასაბუთებს ვახტანგის სამართალი. ხდებოდა სხვაგვარადაც – თავდაპირველად წაიკითხავდა ბარათიდან ამონაწერს, შემდეგ იწყებდა მის განზოგადებას. ამით აჩვევდა სტუდენტებს, რომ უნდა ამოხვიდე წყაროდან და წამოაყენო დებულება, მაგრამ შეიძლება ჯერ დებულება ჩამოაყალიბო და შემდეგ დაასაბუთო წყაროებით.
ივანე ჯავახიშვილს მთელი ქალაქი აღმერთებდა. | |
— მარიამ ლორთქიფანიძე |
ციტატის წყარო: მარიამ ლორთქიფანიძე – სამარისებური სიჩუმე და ნაკუწებად ქცეული წერილი. ივანე ჯავახიშვილი – Ivane Javakhishvili. ჟურნალი ბურუსი (2009-08-02). დამოწმების თარიღი: 2010-07-22.