იოანე ოქროპირი

იოანე ოქროპირი (დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია – გ. 14 სექტემბერი, 407, კომანში (კამანი), სოხუმი) — ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.
სწავლებანი
[რედაქტირება]უფალი ღმერთი ხელს გიწვდის: გაუწოდე შენიც. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 83
როცა უფალი აწესრიგებს, მაშინ ძნელიც ადვილი ხდება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 135
წმიდანის პატივისცემა მათ მიბაძვაში მდგომარეობს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 275
თუ საყვედურს საყვედურითვე უპასუხებ, ცეცხლს გააჩაღებ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 338
თუკი ურწმუნო ხარ, რა სარგებელი გექნება, თუნდაც კეთილმა ილოცოს და იღვაწოს შენთვის? მაგრამ თუკი ჭეშმარიტად გწამს, შენზე არც იმოქმედებს სასულიერო პირის ღირსეულობა თუ უღირსება. |
ციტატის წყარო: წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა განკითხვის შესახებ
„ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმისათვის.“ |
