იოსებ ბროდსკი

ვიკიციტატიდან
იოსებ ბროდსკი

იოსებ ალექსანდრეს ძე ბროდსკი (რუს. Иосиф Александрович Бродский - დ. 24 მაისი 1940 წ. ლენინგრადი.სსრკ. გ. 28 იანვარი 1996 წ. მიუიორკი აშშ.) რუსი და ამერიკელი პოეტი, ესეისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 1987 წელს. პოეტი-ლაურეატი აშშ 1991-1992 წლებში. ლექსებს ძირითადად წერდა რუსულ ენაზე. ესეებს - ინგლისურ ენაზე. XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

წიგნის საშუალებით გამოცდილებათა განზომილებებში გვერდის გადაფურცვლის სიჩქარით გადავაადგილდებით.


  •  

არსებობს მძიმე დანაშაული - წიგნის არ წაკითხვა. თუ ადამიანი არ კითხულობს წიგნს, ის პასუხს აგებს საკუთარი ცხოვრებით. ხოლო თუ ქვეყანა არ კითხულობს წიგნს, ის პასუხს აგებს საკუთარი ისტორიით.


  •  

ნამდვილ ტრაგედიაში არა გმირი, არამედ გუნდი იღუპება.


  •  

სიყვარული განშორებაზე ძლიერია, მაგრამ განშორება უფრო ხანგრძლივია.