ირაკლი კობახიძე

ვიკიციტატიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე (დ. 25 სექტემბერი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

ციტატები[რედაქტირება]

  • „მოსამართლეები, რომლებიც ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენ“
  • „ჩვენ ხო ფაქტებით უნდა ვისაუბროთ, ოჯახში, როცა რაღაც დავა არსებობს, ხო არ შეიძლება ჩვენ მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს“. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი. მთავარი არის ფაქტი - ქმარმა ცოლს სცემა თუ არა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია. ეს რას ნიშნავს? ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არ არის?!“
  • „თქვენ იცით კავკასიური ცარცის წრე, ეს ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება დადგა დედის როლში, რომელმაც ყველაფერი სცადა, რომ მინიმალურადაც არ სტკენოდა მის შვილს, ბავშვს, ქვეყანაზეა აქ საუბარი. ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე პროპორციული სისტემის ინიციატივით გამოვიდა. ამაზე პასუხი რა იყო? სამი თვის განმავლობაში დადგნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში და ხელს ტკენდნენ ბავშვს.“
  • „გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს. გოიმობა რა არის ყველამ კარგად იცის მე მგონი, ამას განმარტება არ სჭირდება. მე მგონი საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის რა არის გოიმობა და ასევე, საზოგადოებამ იცის ის, თუ რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი, ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში“ ირაკლი კობახიძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას მისი განცხადების შესახებ, რატომ უწოდა ოპოზიციას „გოიმური“
  • „ნაციონალი“ თავისი არსით არის ანტივაჟა“

მის შესახებ[რედაქტირება]

  • „ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა“ — გიგი უგულავა
  • „კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა“ — ნინო ბურჯანაძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ირაკლი კობახიძე