კახა კალაძე

ვიკიციტატიდან
კახა კალაძე

კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978, სამტრედია, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ვეტერანი სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2016 წლის 9 სექტემბრამდე და 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერი.

ციტატები[რედაქტირება]

  • „თქვენ ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“
  • „ის ადამიანი, ვინც ამას [კორუფციას] იკადრებს და გააკეთებს, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება და პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემ მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. შესაბამისად, ადამიანები მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება ამ ადამიანების მიმართ“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
კახა კალაძე