შინაარსზე გადასვლა

კიანუ რივზი

ვიკიციტატიდან
კიანუ რივზი

კიანუ ჩარლზ რივზი (/kiːˈɑːnuː/, ინგლ. Keanu Charles Reeves; დ. 2 სექტემბერი, 1964) — კანადელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია სამსახიობო კარიერით, რომელიც 1985 წელს დაიწყო და სამ ათწლეულზე მეტი მოიცვა.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ვისწავლე, რომ ხალხის ნდობა არ შეიძლება; ვისწავლე ─ არ დავიჯერო, რასაც ამბობენ; ვისწავლე, რომ ყველას და ყველაფერს შეუძლია ტყუილში იცხოვროს. როგორც იქნა, თავი დავარწმუნე, რომ ადამიანები ─ ისინიც კი, რომელთაც გგონია, რომ კარგად იცნობ ─ ბოლომდე შეუცნობელნი არიან.“

  •  

„სიცოცხლის ბოლოს მნიშვნელობა არ ექნება, რამდენი მანქანა გეყოლება და რომელ კლუბებში იქნები ნამყოფი. მნიშვნელოვანი იქნება, რამდენის ცხოვრება შეცვალე, რამდენ ადამიანზე იქონიე გავლენა და ვის დაეხმარე... აკეთე სიკეთე, ეს სასიამოვნოა.“

  •  

ნუ ეცდებით ქონების დაგროვებას, რადგან ყველაფერი მატერიალური წარმავალია

  •  

ასე მგონია, მოხეტიალე მგზავრი ვარ. ერთ ადგილზე ვერ ვდგები.

  •  

ფული მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლითაც თავისუფლებას ყიდულობ.

  •  

არასოდეს არ დაბრუნდე წარსულში ის კლავს შენს ძვირფას დროს.

  •  

ისტორიება არ მეორდება, ხალხი არ იცვლება არასოდეს ელოდო ვინმეს

  •  

არ გაჩერდე ერთ ადგილზე, იარე მხოლოდ წინ და არ მოიხედო უკან

  •  

ხალხი რომელსაც ჭირდები, აუცილებლად დაგეწევა

  •  

ადამიანი ყოველდღიურ ბრძოლაში იწრთობა, ამიტომ ნუ დაემდურებით ბედს მძიმე ცხოვრებისთვის

  •  

ისეთი მარტივი მოქმედება, როგორიც ყურადღების გამოჩენაა, ზოგისთვის ძალიან რთულია.

  •  

სასაცილოა, როცა ადამიანი უნიჭოდ ცრუობს, მხილების მერე კი უფრო დიდ ტყუილს ამბობს თავის დასაცავად.

  •  

შესაძლოა ძალიან ემოციურად აღვიქვამ უსამართლობას და ზედმეტად ხშირად ვაკრიტიკებ თანამედროვე საზოგადოებას, მაგრამ არც პირფერობა შემიძლია ვიღაცის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

  •  

მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მარტოობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
კიანუ რივზი