შინაარსზე გადასვლა

კიტ ჰარინგტონი

ვიკიციტატიდან
კიტ ჰარინგტონი

კრისტოფერ ქეითსბი „კიტ“ ჰარინგტონი (ინგლ. Christopher Catesby „Kit“ Harington; დ. 26 დეკემბერი 1986, აქტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი. ჰაირინგტონი დაიბადა აქტონში, დიდ ლონდონში, ხოლო თავისი კარიერა თეატრში დაიწყო.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

საკმაოდ კომფორტულ ტანსაცმელს ვიცვამ. არ მიყვარს დიდი ტანსაცმლის ტარება.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

ვცდილობ, ზედმეტად არ წავიკითხო სოციალური ქსელები. მე ასე მიმაჩნია სიგიჟე.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

მიყვარს გარეთ გასვლა. მიყვარს წვეულებები.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

მე უბრალოდ ვერ ვერკვევი მოდაში.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

საუკეთესო ხალხი, რომელსაც აქვს ძალაუფლება, არის ის, ვისაც ეს არ სურს.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

ცხოველებთან მუშაობა ყოველთვის რთული იქნება, რადგან ცხოველმა არ იცის, რომ მსახიობია.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

დიდი განსხვავებაა სცენაზე ბრძოლასა და რეალობაში ხმლით ბრძოლას შორის.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

არსებობს უამრავი მსახიობი, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და არ მიუღიათ ის შანსი, რაც მე მქონდა.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

პოლიტიკა თამაში და პროფესიაა. ის ნამდვილად არ ემსახურება იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკოსები უნდა ემსახურონ.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

მე ძალიან გამიმართლა, მყავს ორი ძალიან მოსიყვარულე მშობელი, ჯერ კიდევ ერთად არიან და ყოველთვის ძალიან მეხმარებოდნენ.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

მე მართლაც ორჯერ დავარტყი მუშტი სახეში ივან რეონს, რაც მან ძალიან პროფესიონალურად მიიღო. ამის შემდეგ მე მომიწია მისთვის ერთი ბაკალი ლუდის ყიდვა. — კიტ ჰარინგტონის კომენტარი სამეფო კარის თამაშებში ბასტარდების ბრძოლის გადაღებების შესახებ.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე

  •  

მე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ მგლის ტატუს დახატვას ვაპირებდი მკლავზე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან სხვა ტატუ არ მაქვს და ნამდვილად არ ვარ ტატუირებული ადამიანი.

  ციტატის წყარო: კიტ ჰარინგტონის ციტატების კრებული imdb-ზე