კოკო შანელი

გაბრიელ ბონე „კოკო“ შანელი (ფრანგ. Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel; დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971) — ფრანგი დიზაინერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო მოდის ისტორიაში.
დიალოგები
[რედაქტირება]- სად უნდა დავისხათ სუნამო? |
ციტატები
[რედაქტირება]„არასდროს მოგეცემა მეორე შანსი, რომ მოახდინო პირველი შთაბეჭდილება.“ |
„მე არ მესმის, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა პატარა მოწესრიგების გარეშეც კი ─ თუნდაც ზრდილობის გამო... იქნებ, ეს ის დღეა, როცა შენს საბედოს ხვდები?!“ |
„სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას ტოვებს, როდესაც ის მიდის.“ |

„სუნამოს უფრო მეტის თქმა შეუძლია ქალზე, ვიდრე მის ნაწერს.“ |
„ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი ─ პასპორტი, მკერდი კი ─ საზღვარგარეთის პასპორტი.“ |
„ქალი, რომელიც კოსმეტიკას არ მოიხმარს, ძალიან მაღალი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.“ |
„ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან.“ |
„ღამის თევა საკუთარი თავის არდაზოგვას ნიშნავს, პირადად მე 12 საათის შემდეგ, ძილის გარდა არაფერი მაინტერესებს.“ |
„ქუდებისა და კაბების გაყიდვით ქონება დავაგროვე, მაგრამ ბრენდი „შანელი“ ამით არ შექმნილა. მე ქალებს ვაჩუქე ჩვენი დროის დიდებული ილუზია ─ თავისუფლება, რომელსაც იძლევა დამოუკიდებლობა; ასევე ვაჩუქე ბედნიერება, რომელიც კმაყოფილების ნაყოფია ─ სწორედ ამან აქცია „შანელი“ ბრენდად.“ |

„საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება.“ |
„ნამდვილი მამაკაცების დეფიციტი, არ არის არაკაცებთან ყოფნის მიზეზი.“ |
„მსოფლიოს ყოველთვის კაცები მართავდნენ, კაცებს კი მართავდნენ ─ ქალები.“ |
„არ ვიცი, რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერს, რაც მამაკაცებს გააჩნიათ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ჰყავთ.“ |
„შეყვარებულობისას ყოველთვის მთლიანად ვეძლეოდი გრძნობას, მაგრამ როგორც კი ვდგებოდი არჩევნის წინაშე, საყვარელი მამაკაცი თუ ჩემი კაბები ─ კაბებს ვირჩევდი. ყოველთვის ვახერხებდი ვნებების დაჯაბვნას. ჩემი საქმე ჩემთვის თავისებური ნარკოტიკი იყო, მაგრამ ვეჭვობ, მამაკაცთა დახმარების გარეშე „შანელი“ მსოფლიო მნიშვნელობის გვარად ქცეულიყო.“ |
„ლამაზი მამაკაცები არ უნდა არსებობდნენ, მახინჯები კი ─ არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ ცოტა ყვავილები და თბილი შამპანიური.“ |
„თუ ფრთების გარეშე დაიბადე, მათ გაზრდას ხელს ნუ შეუშლი!“ |

„ყველაფერი თქვენს ხელშია, ამიტომ ხელებს ნურასდროს ჩამოუშვებთ!“ |
„თუ გინდათ, გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ!“ |
„როცა აღარ ვიქნები, სისულელეები არ ჩაიდინოთ, რადგან მე აქვე, თქვენ გვერდით ვიტრიალებ, მაგრამ უკვე ─ სხვა განზომილებაში.“ |
ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა. |
იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული. |
თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი. |
როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ. |
