კონორ მაკგრეგორი
იერსახე
კონორ ანტონი მაკგრეგორი (დ. 14 ივლისი, 1988) — ირლანდიელი პროფესიონალი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში. ის არის UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში და ბუმბულის წონაში.
ციტატები
[რედაქტირება]2010-იანები
[რედაქტირება]2014
[რედაქტირება]- ჩვენ აქ არ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ, ჩვენ აქ ვართ, იმიტომ რომ ყველაფერი მივიღოთ.
- "UFC Fight Night: Dublin" (ივლისი 2014), Ultimate Fighting Championship, Zuffa, LLC.
- ერთი რამ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე: ხალხს შეუძლია თქვას რომ ეს საბრძოლო თამაში სახიფათო და სასტიკია, თუმცა ჩემი გონება ძლიერია. მე კარგად მაქვს ჩემი სხეული და გონება მორგებული და ეს არის ის, რაც ბევრ სხვა პროფესიას არ შეუძლია მისცეს ადამიანს.
- Setanta Sports interview (სექტემბერი 2014)
- თავხედი ვარ წინასწარმეტყველებისას(ამ სპორტში წინასწარმეტყველება ეწოდება ვარაუდს იმის შესახებ თუ ვინ მოიგებს), მომზადებისას თავდაჯერებული ვარ თუმცა მოგებასთან და წაგებასთან დაკავშირებით ყოველთვის თავმდაბალი ვარ.
- UFC 178 post-event press conference (სექტემბერი 2014), Ultimate Fighting Championship, Zuffa, LLC
- მიყვარს როდესაც ხალხს საპირისპიროს ვუმტკიცებ და ჩემ გულშემატკივრებს სწორს. ეს ყველაფერი ჩემთვის თამაში და გართობაა. მე ეს მიყვარს. მე მიყვარს ჩემი სამსახური. ხალხო, მე ვგიჟდები ფულით სავსე სატვირთოებზე. როგორ უნდა მძულდეს ეს ცხოვრება? მე ის ძალიან მიყვარს. მე ყოველი დღისთვის მადლიერი ვარ.
- UFC 178 post-event press conference (September 2014), Ultimate Fighting Championship, Zuffa, LLC
- მე ვაპირებ შევცვალო ის თუ როგორ განიხილება შერეული საბრძოლო ხელოვნება. მე უნდა შევცვალო ეს თამაში. მე უნდა შევცვალო ხალხის მიდგომა ჩხუბისადმი.
- "15 Best Conor McGregor Quotes", FOX Sports Asia
2015
[რედაქტირება]- მე შემიძლია გაგამდიდრო. მე შემიძლია შევცვალო შენი ბო*ური ცხოვრება. თუ შენ მე მეჩხუბები, ეს ზეიმია. როდესაც შენ ჩემთან ჩხუბის კონტრაქტს მოაწერ ხელს, ეს ზეიმია. შენ სახლში დარეკე, შენს ცოლს დაურეკე და უთხარი: ძვირფასო ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ მდიდრები ვართ, კონორ მაკგრეგორმა გაგვამდიდრა ჩვენ.
- UFC Go Big press conference (სექტემბერი 2015) Ultimate Fighting Championship, Zuffa, LLC
2016
[რედაქტირება]საბაბს არ ვეძებ. ეს არის რაც არის. მოკლედ მოვედი. გამოვიყენე შანსი, არ გამომივიდა. მე დავბრუნდები.
- "UFC 196 post-event press conference" (მარტი 2016), Ultimate Fighting Championship, Zuffa, LLC
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- Conor McGregor Facebook-ზე
- Conor McGregor FightStarMMA-ზე