კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად იუვენტუსში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი და კაპიტანია. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).
ჩემი აზრით, მე ყოველთვის საუკეთესო ვარ, მე არ მადარდებს რას ფიქრობს ხალხი. ჩემი აზრით არა მხოლოდ ამ წელს, მაგრამ ყოველთვის, მე ვარ საუკეთესო. |
ციტატის წყარო: (ინტერვიუ BBC-სთან 2015 წ.)
სიზმარი არ არის ის, რასაც ძილში ნახულობ სიზმარი არის ის, რაც ძილის საშუალებას არ გაძლევს. |
შენი სიყვარული მაძლიერებს. შენი სიძულვილი კი შეუჩერებლად მაქცევს |
იქნებ მათ იმიტომ ვძულვარ რომ მე ძალიან კარგი ვარ! |
თუ არ გჯერათ, რომ საუკეთესო ხართ, მაშინ ვერასოდეს მიაღწევთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ |
არასდროს მიცდია დამემალა ის ფაქტი,რომ ჩემი ერთადერთი მიზანი საუკეთესოდ გახდომაა |
მე ვცხოვრობ სიზმარში, საიდანაც არასდროს მინდა გაღვიძება. |
ჩვენ არ გვინდა რომ გითხრათ ჩვენი ოცნებები,ჩვენ მათი ჩვენება გვინდა. |
საუკეთესო მოთამაშეები ყოველთვის მიჰყვებიან საუკეთესო მოთამაშეებს. |
მე ვფიქრობ, რომ რიცხვები, ისინი ყველაფერს ამბობენ. |
ჯერ კიდევ მახსოვს, როდესაც მასწავლებელმა მითხრა, რომ ფეხბურთი საჭმლის ფულსაც კი არ მომცემდა. |
ვფიქრობ, ზოგჯერ საუკეთესო ვარჯიში დასვენებაა. |
იმისათვის, რომ იყოთ საუკეთესო, გჭირდებათ საუკეთესო. |
მე არ მივყვები რეკორდებს რეკორდები მომყვებიან მე. |
ყოველთვის გჯეროდეს იმის რომ ეს შესაძლებელია. |
ფეხბურთის გარეშე, ჩემი ცხოვრება არაფერი ღირს. |
მე არ მჭირდება, რომ ვინმეს რამე ვაჩვენო რადგან არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. |
ჩვენ წავაგეთ იმიტომ რომ მოგება ვერ მოვახერხეთ. |
მე არასდროს ვუარყოფ ავტოგრაფს, ჩახუტებას ან ფოტოს.რადგან მეც ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. |
ერთი რამ, რაც მე ნამდვილად არ მომწონს, მარტო ყოფნაა. |