ლევან გოთუა
ლევან გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ციტატები
[რედაქტირება]„მიწა ყველას იმარხავს, ამაოდ დამაშვრალთაც და უღირსთაც... მაგრამ თავისი სამშობლოს წინაშე ჭეშმარიტად ვალმოხდილთ უკვდავებად ეყრება, ემსუბუქება და მართლაც დედა-მიწად კალთას აფარებს.“ |
„ახალ ნამყენს პირველ ნაყოფს სამწარით ნუ დაიწუნებენ, ბრძნულად იცადე.“ |
„ახალმიზეზის გარეშე შეცვლილი მეფური სატყვა, ან სიბრძნის სისუსტეა ან ნების.“ |
„სპილოს სპილოზე ნაკლები ყველა ჭიანჭველა ჰგონია.“ |
„გული ან დარდით ან დიდი სიხარულით უნდა იყოს სავსე, რომ სხვასაც სასიკეთოდ აუჩქროლოს გული და სული.“ |
„ახალგაზრდობა ხომ ხმამაღალი ნაპერწკალა ფიქრია და ახალი შემართება.“ |
„დაბადებისა და ცხოვრების ყადრი დედაკაცებმა უფრო იციან, ბრძოლისა და სიკვდილისა კი მამაკაცებმა.“ |
„დრო უხმაუროდ მიემართება, მარტო ბობოქრობს სიცოცხლე.“ |
„ვინც ქვეყანას ჭირისუფლობს, თავის თავს აღარ ეკუთვნის.“ |
„ერთხელ არეულს ათჯერ დაწყობა სჭირია. ერთ ამრევს აღარც ათი დამწყობი ჰყოფნის.“ |
„ქვეყნად შენი წილი მუდამ მოიპოვება, მაგრამ სადაც მადლი არ დაგითესია, შენ კოვზს ნუ გამოაჩენ.“ |
„ლაშქარი მწევარივით ოდნავ მშიერი უნდა იყოს, გალაღება და აღლუმ-ნადიმი კი გამარჯვების შემდეგ უნდა.“ |
„ნებივრობა დედაა ცდუნების და ბებიაა უზნეობის.“ |
„მთავარი სათქმელი „თავისი ცხოვრებისა“ ─ ცხოვრებაშივე უნდა თქვას კაცურმა კაცმა.“ |
„თავი არ დაგავიწყდეთ, თავი. იგი ყველგან ყველასთვის საჭიროა.“ |
„ვიდრე კაცი ცოცხალია, მუდამ არის თითო გამოსავალი.“ |
ამა ქვეყნის ძლიერება წარმავალია, როგორც შიშით შექმნილი სიყვარული |
ადამიანს თუ მაღალი ზნეობა და აზრი არ ასულდგმულებს, მას აღარაფერი უანგარო არც ამოძრავებს |
თურმე, რამდენი ვარამი და სისხლი უნდა ჩაიგუბოს და ჩაიშროს მიწამა, რამდენი უბედურება იწვნიოს ერმა, რომ სულ უბრალო აზრზე მოვიდეს |
თუ გული გულობს, რა ადვილი ყოფილა ურთიერთგაგება და აზრთა მოხვევა |
კეთილქართული საქმისთვის ხმალი და კაცი არასოდეს იქნება ზედმეტი |
გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე ბრძოლაა, შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა, საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში. |
არაფერი ისე არ ახარებს გადახვეწილ კაცს, როგორც თავის ბავშვობაში გავლილ გზის ხელახლად გასავლელად |
სიტყვაზე ძლიერი ყოფილა უტყვი მუდარა |
ღმერთი ჩემო, რა ამოუწურავი სიკეთეა საქართველო |
მხდალი მუდამ ზედმეტად ფრთხილია |
დიდების კიბეზე მუხლისჩოქვით უფრო ხშირად და უფრო ჩქარაც ასულა და ადის ადამიანი |
ცოდნა ერთია, ნახვა — მეორე |
იმედისა და ცოდნის საზღვარი ვის დაუდვია ჭაბუკისთვის |
