ლევ ტოლსტოი

ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 28 აგვისტო/9 სექტემბერი, 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა ― გ. 7 ნოემბერი/ 20 ნოემბერი, 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]„ცნება „ჩემია“ ─ ესაა ადამიანის მდაბალი და ცხოველური ინსტინქტი.“ |
„არ შეიძლება მოეპყრა ადამიანს უსიყვარულოდ, როგორც არ შეიძლება გაუფრთხილებლად მოეპყრა ფუტკრებს. ასეთია თვისება ფუტკრისა. ფუტკრების გაუფრთხილებელი მოპყრობით იმათაც ვნებას მიაყენებ და შენს თავსაც. ასეთივეა ადამიანის თვისებაც.“ |
„ადამიანთა მოდგმის გამრავლება არის მხოლოდ ადამიანის უმდაბლესი დანიშნულება, უზენაესს კი წარმოადგენს უკვე არსებული ცოცხალის სამსახური. ამ დებულების დამადასტურებელი მოვლენაა ფაგოციტების არსებობა სისხლში. დაუქორწინებელი ადამიანი, იგივე ფაგოციტია რომლის დანიშნულება იმაში გამოიხატება, რომ დახმარება გაუწიოს სხეულის უფრო უძლურ, დაავადებულ ნაწილს.“ |
„ყველა სამყაროს შეცვლაზე ფიქრობს, საკუთარი თავის შეცვლა კი იშვიათად უნდა ვინმეს.“ |
„ვისაც შედეგი უნდა ის, საშუალებებსაც არ ერიდება.“ |
"სიყვარული მარადიულია! მხოლოდ შეყვარებულები იცვლებიან."
„შეურაცყოფა შეიძლება პატიოსანი ადამიანისა, მაგრამ ქურდს რომ უთხრა, ქურდი ხარო, ეს მხოლოდ ფაქტის დადასტურება იქნება.“ |
„იცნეს ერთმანეთი და დარჩნენ უცნობნი.“ |
„იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები და მათაც უყვარდე, აუცილებელია ისწავლო თანაგრძნობა, მორჩილება და რთულ ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა ─ მათთან ისე მოქცევის ხელოვნება, რომ არ აწყენინო.“ |
„ადამიანი გაჩენილია ბედნიერებისათვის, ბედნიერება თვით მასშია, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში და მთელი უბედურება წარმოსდგება არა ნაკლებობის, არამედ ზედმეტობისაგან.“ |
ციტატის წყარო: ომი და მშვიდობა
„არ არის ქვეყნად მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ბედნიერი და სულ თავისუფალი იქნება და არ არის არც ისეთი მდგომარეობა, რომელშიც იგი მთლად უბედური და შეზღუდული იქნება.“ |
ციტატის წყარო: ომი და მშვიდობა
„ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაცაა და იმდენივე სახის სიყვარული, რამდენი გულიცაა ამ ქვეყანაზე.“ |
„არ არსებობს ისეთი არამზადა, რომელიც მოძებნის და ვერ იპოვის მასზე უარეს არამზადებს რაიმე ურთიერთობაში და რომელიც ამის გამო ვერ იპოვის მიზეზს იამაყოს და იყოს კმაყოფილი საკუთარი თავით.“ |
„ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.“ |
„ადამიანს შეუძლია ცხოველების ჭამის გარეშეც ჯანმრთელად იცხოვროს. მაშასადამე, თუ იგი ხორცს ჭამს, ცხოველურ ცხოვრებასაც ეწევა, მხოლოდ გემოვნების გამო. ეს კი ნამდვილად ამორალური ქმედებაა.“ |
„ადამიანებმა, რომელთაც არ ძალუძთ რაიმე გააკეთონ, უნდა აკეთონ ახალი ადამიანები, სხვა დანარჩენებმა კი იზრუნონ მათ განათლებასა და ბედნიერებაზე.“ |
ადამიანები მდინარეებს ჰგვანან: წყალი ყველგან ერთგვარია და ერთი და იგივე, მაგრამ ყოველი მდინარე ხან ვიწროა, ხან ჩქარი, ხან განიერი, ხან წყნარი, ხან ანკარა, ხან ცივი, ხან მღვრიე, ხან კი თბილი. ასევე არიან ადამიანებიც. თითოეული ადამიანი თავის თავში ატარებს ყველა ადამიანურ თვისებათა ჩანასახს და ხან ერთს ამჟღავნებს, ხან მეორეს, ზოგჯერ არც ჰგავს თავის თავს, მაგრამ ამავე დროს მაინც რჩება იმად, რაც არის. |
ციტატის წყარო: "ბრძნული აზრების სამყაროში" - ს.ხ.კარინი, გამომცემლობა "ნაკადული", თბილისი - 1967
ხშირად გაიგონებთ ახალგაზრდებისაგან: მე არ მინდა სხვისი ჭკუით ცხოვრება, თვითონ მოვიფიქრებო. რად გინდა მოიფიქრო მოფიქრებული, მიიღე მზამზარეული და გასწიე წინ. ამაშია კაცობრიობის ძალა. |
ციტატის წყარო: "ბრძნული აზრების სამყაროში" - ს.ხ.კარინი, გამომცემლობა "ნაკადული", თბილისი - 1967
არიან ადამიანები, რომლებიც თავის ბედნიერ მეტოქეს რომ შეხვდებიან, რასაც უნდა შეეხებოდეს ეს მეტოქეობა, მზად არიან თავი აარიდონ ყოველივე კარგს, რაც კი მას გააჩნია და მხოლოდ ცუდი შენიშნონ მასში; არიან ისეთებიც, რომლებიც, პირიქით, ცდილობენ აღმოაჩინონ თავიანთ ბედნიერ მეტოქეში ის თვისებები, რითაც მან გამარჯვებას მიაღწია, და გულისტკივილით ეძებენ მასში მხოლოდ კარგს. |
ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ - გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი - 2011
არა, ჩვენ ვერ გაგვექცევი, ვერ იქცევი სხვა ადამიანად, ისეთივე დარჩები, როგორიც იყავი; ყველაფერში დაეჭვებული და საკუთარი თავით მარად უკმაყოფილო. ამაოდ ეცდები გამოსწორებას, შეცდომებს მაინც ვერ ასცდები, მუდამ მომლოდინე იქნები ბედნიერეისა, რომელსაც ვერ ეღირსე და შეუძლებელიც არის შენთვის. |
ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ - გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი - 2011
თვალთმაქცობას შეუძლია მოატყუოს ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანიც; მაგრამ ბავშვი კი, რაც არ უნდა გონებაშეზღუდული იყოს იგი და რაგინდ ხელოვნურად არ უნდა დაფარო ეს თვალთმაქცობა, მაინც მიგიხვდება და შეგიძულებს ამის გამო. |
ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ - გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი - 2011
ყოველ ადამიანს, რომელსაც დაწვრილებით ესმის გარემომცველ პირობათა მთელი სირთულე, უნებლიეთ ჰგონია, რომ მხოლოდ მის კისერზეა ამ პირობათა სირთულე და მათი გარკვევის სიძნელე, რომ ეს მხოლოდ მისი შემთხვევითი თავისებურებაა, და არაფრით არ წარმოუდგენია, რომ სხვაც გარემოცულია თავის პირად პირობათა სირთულით. |
ციტატის წყარო: „ანა კარენინა“- გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი - 2011
- მე მინდოდა მისი ნახვა, რათა... ანა გაჩერდა, რადგან ვეღარაფერი მოიფიქრა. |
ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ - გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი - 2011
მოერიდე ყოველგვარ ხარჯს, რომელსაც პატივმოყვარეობის გამო სწევ. |
აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა. |
ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი დე რა არის კარგი. |
წაგებული ორთაბრძოლა იღბლიანი გასროლით იწყება. |
ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები
ადამიანებისგან ერთადერთი გადარჩენაა, დაფარო საკუთარი ჭრილობები. |
ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები
რა მარტივია ცხოვრება თუ მისდევ იმ აშკარა ჭეშმარიტებას, რომ სიკეთე, სიყვარული, გახსნილობა - საუკეთესო და უადვილესი საშუალებაა ადამიანების დასაახლოვებლად. |
ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები
სისხლსავსე ცხოვრება მინდოდა და არა არსებობა. მსურდა მღელვარება და ხიფათი და თავგანწირვა სიყვარულისთვის. მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი, რომელიც ჩვენს წყნარ ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობდა. |
მის შესახებ
[რედაქტირება]„ჩვენ არ ვიცით, რა დაემართა ტოლსტოის სიკვდილის ჟამს. მის წინაშე, შესაძლოა, ბევრ ისეთ რამეს აეხადა ფარდა, რაც მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაფარული იყო. აი, რატომ არ უნდა განვსაჯოთ ის და რატომ უნდა შევუერთდეთ მას ჭეშმარიტებასთან ზიარების წყურვილში. ყველაზე ნაკლებად კი მისი განსჯა შეუძლიათ გარეგნულად ქრისტიანებს, ფარისეველ ქრისტიანებს, რომელთაც ტოლსტოი ამხელს.“ | |
| — ნიკოლაი ბერდიაევი |
„ვინც ტოლსტოის არ იცნობს, ის თავის თავს კულტურულ ადამიანად ვერ ჩათვლის.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„რა ბუმბერაზია! რა უზარმაზარი ადამიანია! აი, მხატვარი, ბატონო ჩემო... და ─ იცით, რა არის საკვირველი? ამ გრაფამდე ნამდვილი გლეხი ლიტერატურაში არ ყოფილა.“ | |
| — ვლადიმერ ლენინი |
