ლორიკ მარშანია
ლორიკ მარშანია (დ. 24 იანვარი, 1932, ოჩამჩირე — გ. 13 აგვისტო, 2010, თბილისი) — ეროვნებით აფხაზი, ქართველი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა „მშვიდობიანი აფხაზეთის“ კოორდინატორი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; ლორიკ მარშანია იყო საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ციტატები
[რედაქტირება]„მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება.“ |
„მე ყოველთვის, პირველი სეპარატისტული გამოვლინებების დასაწყისიდან, ჩვენი ხალხების ერთიანობისა და საკუთარი აფხაზი ერის გადარჩენისთვის ვიბრძოდი და ვიბრძვი ნებისმიერი რანგის ავანტიურის წინააღმდეგ.“ |
„მოგიწოდებთ ყველაფერი, ავიცა და კარგიც, აწონ–დაწონოთ, როგორც ამას შვრებიან განსაცდელის ჟამს ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწენი. თქვენ გეკისრებათ უდიდესი პასუხიმსგებლობა აფხაზი ხალხის ბედისთვის და ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მძიმეა ისტორიის ამ კრიზისულ მომენტში. ღმერთმა გვაშოროს, რომ აფხაზმა ხალხმა უბიხთა სავალალო ბედი გაიზიაროს.“ |
ციტატის წყარო: ლორიკ მარშანიას მიმართვა ვლადისლავ არძინბასადმი 1992 წლის სექტემბერი.
„ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ.“ |