ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ვიკიციტატიდან
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (გერმ. Ludwig van Beethoven [ˈluːtvɪç fan ˈbeːthoːfn̩]; მოუნათლავთ 1770 წლის 17 დეკემბერს — გ. 26 მარტი, 1827) — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ვენის კლასიკური სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 214.

  •  

მუსიკა ხალხის მოთხოვნილებაა.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 214.

  •  

მუსიკა ადამიანის გულიდან ცეცხლს უნდა გამოკვეთდეს.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 214.

  •  

ძლიერ ვწუხვარ, რომ არ მესმის სამხედრო საქმე ისე, როგორც მუსიკის ხელოვნება, მაშინ მე მას დავამარცხებდი. (ლაპარაკია ნაპოლეონ ბონაპარტზე)

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 214.

  •  

თავისუფლება - უპირველეს ყოვლისა!

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 199.

  •  

მე ყველაზე უფრო კომპოზიცია მაინტერესებს, ვიდრე შემსრულებლობა. უკეთესად თუ უარესად დაკვრა ყველას შეუძლია, მუსიკის შეთხზვა კი მამაკაცის ღირსების საქმეა.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 199.

  •  

ყოველ ხელოვანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტალანტი.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 211.

  •  

ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ხელოვნება, არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი თავით და დღენიადაგ წინსვილისკენ ისწრაფვის.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 211.

  •  

გენიოსობა ოდნავ მაღლა დგას შრომისმოყვარეობაზე.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 212.

  •  

ჰენდელი მაესტროა მაესტროთა შორის. იგი შეუდარებელი ოსტატია. ისწავლთ მისგან, თუ როგორ უნდა ესეოდენ უბრალო საშუალებებით ასეთი სიდიდის მიღწევა.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 208.

  •  

თავისუფლება და პროგრესი - აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მთელი ცხოვრებისა.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 210.

  •  

მე რომ ერთის თვალის გადავლებით ყველა ჩემს ნაწარმოებს გადავხედავ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ რამდენიმე ნოტის მეტი არაფერი დამიწერია.

  ციტატის წყარო: დავითური: გვ. 210.

  •  

აპლოდისმენტები მეგობრებო, კომედია დასრულდა (ბოლო სიტყვები)

 

Plaudite, amici, comedia finita est.

  ციტატის წყარო: ბოლო სიტყვები, 1827.


  •  

არც ერთი ჩემი მეგობარი გასაჭირში არ უნდა ჩავარდეს მანამ, სანამ მე გამაჩნია თუნდაც ერთი ნაჭერი პურისა. თუკი ჩემი საფულე ცარიელია, რაღა თქმა უნდა მისი დახმარება იმ წუთას შეუძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დავჯდე მაგიდასთან და დავწერო ახალი მუსიკა, რათა ჩემი მეგობარი რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნა გასაჭირისგან.


  •  

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.


  •  

აღწერა მხატვრობის თვისებაა. მუსიკისაგან განსხვავებით პოეზიასაც შეუძლია ამ მხრივ თავი ბედნიერად ჩათვალოს, მისი არე არ არის ისე შემოფარგლული, როგორც ჩემი; სამაგიეროდ, ჩემი უფრო შორს მიდის სხვა განხრით და ვერც ისე ადვილად შემოაღწევთ ჩემს სამფლობელოში.


  •  

მუსიკა უფრო დიდი ზეშთაგონებაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]