ლუდვიგ ფოიერბახი
ლუდვიგ ფოიერბახი (დ. 5 აგვისტო, 1850 — გ. 6 ივლისი, 1893) — გერმანელი ფილოსოფოსი.
ციტატები
[რედაქტირება]მისწრაფება ბედნიერებისადმი ადამიანის თანდაყოლილი გრძნობაა და ამიტომ იგი საფუძვლად უნდა დაედოს ყოველგვარ ზნეობას. |
სადაც არ არის მისწრაფება ბედნიერებისადმი, იქ საერთოდ არავითარი მისწრაფება არ არის. მისწრაფება ბედნიერებისადმი - ეს არის მისწრაფებათა მისწრაფება. |
<სიცოცხლის წარმოშობა აუხსნელია და მიუწვდომელია>; დაე ასე იყოს, მაგრამ ეს მიუწვდომლობა და გაუგებრობა შენ ნებას არ გაძლევს გამოიტანო ის ცრუმორწმუნეობრივი დასკვნები, რომლებიც გამოჰყავს ღვვთისმეტყველებას ადამიანური ცოდნის ხარვეზებიდან; უფლებას არ გაძლევს შენ ბუნებრივი მიზეზების სფეროს გასცილდე, ვინაიდან შენ შეგიძლია მხოლოდ თქვა: მე არ შემიძლია სიცოცხლე ავხსნა ამ ჩემთვის ცნობილი ბუნებრივი მოვლენებითა და მიზეზებით ან მათი საშუალებით ამდენად, რამდენადაც ისინი ჩემთვის აქამდე ცნობილია; მაგრამ შენ არ შეგიძლია თქვა: რომ საერთოდ სიცოცხლის ახსნა ბუნებიდან პრინციპულად არ შეიძლებაო, თუ არ გინდა დაიჩემო, რომ ბუნების ოკეანე ჩემს მიერ უკანასკნელ წვეთამდე უკვე ამოწურულიაო; შენ უფლება არ გაქვს აუხსნელი ახსნა გამოგონილ არსებათა აღიარებით, არ გაქვს უფლება აცთუნო და მოატყუო შენი თავიც და სხვაც არაფრის ამხსნელი ახსნით, უფლება არ გაქვს , ბუნებრივ მატერიალურ მიზეზთა შენი უცოდინრობა ამგვარ არარსებობად აქციო, შენი უვიცობა გააღმერთო, განასახიერო, განაპიროვნო და ისეთ არსებად გაასაგნობრივო, რომელმაც შენი აზრით, ეს უვიცობა უნდა მოსპოს, ნამდვილად კი სხვა არაფერს გამოხატავს, გარდა ამ შენი უვიცობის ბუნებისა, გარდა ახსნის დადებითი, მატერიალური საბუთების უქონლობისა. იმიტომ რომ სხვა რა არის ეს არამატერიალური, უსხეულო თუ არასხეულებრივი, არაბუნებრივი, არაამქვეყნიური, სამყაროს გარეთ მყოფი არსება, რომლითაც შენ სიცოცხლეს ხსნი თუარა სწორედ ზუსტი გამოხატულება იმისა , რომ არ გაგაჩნია მატერიალური, სხეულებრივი, ბუნებრივი, კოსმიური მიზეზების ცოდნა? მაგრამ ამის მაგიერ, რომ იმდენად თავმდაბალი და პატიოსანი იყო, რომ თქვა მაინც: მე არ ვიცი მიზეზი, მე არ შემიძლია ავხსნა, მე მაკლია მონაცემები, მასალები,- შენ ამ მასალათა უქონლობას ნაკლებობას, ამ უარყოფას, შენი თავის ამ სიცარიელეს ფანტაზიის საშუალებით გარდაჰქმნი დადებით არსებებათ, რომლებიც არ არიან მატერიალური, ე.ი. არ არიან მატერიალური, ბუნებრივი არსებები, რადგანაც შენ არ იცი მატერიალური, ბუნებრივი მიზეზები. თუმცა უვიცობა არამატერიალურია, არასხეულებრივი, არაბუნებრივი არსებებით კმაყოფილდება, მაგრამ მისი განუყრელი თანამგზავრი, უხვი ფანტაზია, რომელსაც მუდამ მხოლოდ უმაღლეს და ყოვლადუმაღლეს არსებებთან აქვს საქმე, უვიცობის ამ უბადრუკ ქმნილებებს ზემატერიალურ, ზებუნებრივ არსებათა ხარისხვა და ღირსებას ანიჭებს. | |
— “რელიგიის არსება” |