მამაშვილობა
იერსახე
თუმს წუთისოფლის სტუმრად ვართ, ბედმა მშობლობა მოგვანდო ,,შვილი გაზრდილი მტრულადა, გამოგვადგება მოყვრადო“
ასე უთქვია წინაპარს, ასეთი რწმენით დაგვბადეს შვილზე ძვირფასი ვინა გვყავს, მაგრამ არ უნდა დავბრმავდეთ
არ უნდა ავყვეთ ცდუნებას, მამაშვილობის თილისმას შვილის სურვილს და გუნებას, ჭირვეულობას შვილისას
თორემ გვიანი იქნება, ფუჭად ჩაივლის ყოველი ხომ ხედავთ ზოგჯერ ვით ხდება, ღვიძლ შვილს ვეღარ ცნობს მშობელი
შვილს - სულის ბერვა სჭირდება, ცეცხლზე შემდგარი რძესავით თორემ თუ წარმოდინდება, ვერ შეაკავებ ვერსაით
მაგრამ სჭირდება მარწუხიც, რომ არ გაგვექცეს თვალთაგან ეს ფიქრი თუ არ გაწუხებს, მაშინ მორჩა და გათავდა
მამა - რომ შვილის სარკეა, მისი ასლი და დედანი ამას რათ უნდა გარკვევა, თავიც და ბოლოც ეგ არის
გაყვება მამის მაგალითს, თავისთავს მამას ადარებს აი, აქ არის მთავარი - რომ არ გაგვექცეს სადავე
არ ვანებივროთ უზომოდ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ყველა ნაბიჯი ვუზომოთ, ვიდრე გამართავს ნაბიჯებს
ყოველ ცისმარე ვფიქრობდეთ, რომ ლუკმით ვზარდოთ ალალით იმის იმედი მიგვქონდეს, არ შეგვაგინოს არავინ!
ხელს რომ მათხოვრად იწვდიდეს, დაგმოს პირადი წადილი სამართალი და სიწმინდე, მაღლა შემართოს წალდივით
არ დათმოს პატიოსნება, სინდისი გულით ატაროს ერის ტკივილის მოსმენა და ერთგულება ვასწავლოთ
მაშინ სიცოცხლეს აზრი აქვს და წელში ვერვინ მოგვღუნავს თუ შვილმა მტრულად გაზრდილმა, ქვეყანას არგო მოყვრულად
1949წ. ი.ბ სტალინი